USD 2.7139
EUR 3.1514
RUB 3.3656
Tbilisi
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სასტუმრო “პარაგრაფ თბილისში” ჩატარების შესახებ
Date:  442

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთ-ერთი მედიასაშუალებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს „ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კანონის დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სასტუმრო “პარაგრაფ თბილისში” გამართულიყო“.

„გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ 2024 წლის 26-28 სექტემბერს, თბილისში მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო დედაქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროში, რომელიც დააკმაყოფილებდა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მთავარ მოთხოვნებს. მხარეებს შორის მოლაპარაკების შედეგად, ასეთ სასტუმროდ შეირჩა პარაგრაფი თბილისი, რომელიც დედაქალაქში ამ დროისთვის ყველაზე მაღალი რანგის სასტუმროა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება ბოლო წლებში ჩატარდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა:

  • 2013 მალდივის რესპუბლიკა
  • 2014 მექსიკა
  • 2015 ბურკინა ფასო
  • 2016 ტაილანდი
  • 2017 კატარი
  • 2018 უნგრეთი
  • 2019 ინდოეთი
  • 2021 კოტ დივუარი
  • 2022 ინდონეზია
  • 2023 საუდის არაბეთი

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება რეგიონში პირველად ჩატარდა, ეს ღონისძიება განსაკუთრებით დიდი მოვლენაა ყველა იმ ქვეყნისთვის, სადაც ტურიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკის განვითარებაში.

2023 წლის გაზაფხულზე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიაზე, 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას, 2024 წელს, საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის გამართვასთან დაკავშირებით.

ტურიზმის დღის ღონისძიების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტული ცნობადობის გაზრდის მიზნით. ასეთი მასშტაბური ღონისძიების უმაღლეს დონეზე ჩატარებით, ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა, მთელ მსოფლიოს გააცნოს მისი სამშობლო საუკეთესო კუთხით. შესაბამისად, ქართული მხარის მთავარ ინტერესს წარმოადგენდა, საქართველოს, როგორც უნიკალურ მიმართულების, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პროდუქტების მაღალ დონეზე წარმოჩენა.

ვინაიდან საქართველოს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, სტუმრობდა არაერთი მაღალი რანგის სტუმარი, მინისტრები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად შეირჩა სასტუმრო, რომელიც დააკმაყოფილებდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მთავარ მოთხოვნებს.

ასეთი მაღალი რანგის ღონისძიების გამართვისა და სტუმრების მასპინძლობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მასპინძელი სასტუმრო ყოფილიყო მაღალი დონის, გამორჩეული მაღალი ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით.

მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის მოთხოვნა იყო ძირითად საკონფერენციო დარბაზთან ერთად, ერთ სივრცეში განთავსებულიყო სხვადასხვა შეხვედრისა და სამუშაო ოთახი სხვადასხვა ფუნქციით, როგორც ორგანიზაციის სამდივნოსთვის, ასევე საერთაშორისო მედიისთვის, მაღალი დონის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის. 26-28 სექტემბერში, თბილისში მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში 300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განიხილა თბილისის ცენტრში მდებარე რამდენიმე სასტუმრო. შესწავლის შედეგად, ერთობლივად არჩევანი გაკეთდა სასტუმრო „პარაგრაფ თბილისზე“, რომელიც აკმაყოფილებდა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მოთხოვნებს, მოცემულ ფორმატში ღონისძიების გასამართად.

ასევე საზოგადოებას გვინდა განვუმარტოთ, რომ პირველადი ხელშეკრულება სასტუმრო „პარაგრაფ თბილისთან“, რომელიც განსაზღვრული იყო 250 ათასი ლარით, დაკორექტირდა და ფაქტობრივი ხარჯი დაახლოებით 100 ათასი ლარით შემცირდა“,- ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

society
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way