USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
თუკი სომხეთმა გზაგამტარის ფუნქცია შეითვისა საქართველო კარგავს ენერგო, საჰაერო და სავაჭრო დერეფნის ექსკლუზიურობას- გიორგი კობერიძე
თარიღი:  2186
რეგიონში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს - სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა დაასრულეს სამშვიდობო მოლაპარაკებების ტექსტზე მოლაპარაკება და ახლა მისი ხელმოწერაღაა საჭირო. ამით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობა აღდგება. იმავე პროცესებს ვადევნებთ თვალს სომხეთსა და თურქეთს შორის - გენოციდის აღიარების საკითხი წინაპირობა შეიძლება აღარ იყოს სომხეთისათვის.
 
თურქულ-სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების აღდგენას დიდი პოზიტიური მხარე აქვს: სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაყრდნობით ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი დასრულდება და რეგიონი უფრო მშვიდი და საინტერესო გახდება საერთაშორისო პარტნიორებისათვის.
 
თუმცა ამ ყველაფერს სერიოზული გამოწვევაც შეიძლება ჰქონდეს საქართველოსათვის - თუკი სომხეთმა გზაგამტარის ფუნქცია შეითვისა საქართველო კარგავს ენერგო, საჰაერო და სავაჭრო დერეფნის ექსკლუზიურობას. ამასთან, სომხეთზე ყველაზე მოკლე იქნება დერეფანი.
ამ რეალობის გათვალისწინებით და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისათვის საქართველო დამატებით უნდა აშენებდეს და აფართოებდეს გზებს, რკინიგზას, პორტებსა და ინფრასტრუქტურას.
 
მიუხედავად ყველაფრისა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი მიღწეული: აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის კონსტიტუციის ცვლილება ერთ-ერთ მოთხოვნად სახელდება, რომლის მიხედვითაც სომხეთმა ოფიციალურად უნდა უარყოს თავისი მოთხოვნა ყარაბაღთან მიმართებით და აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა.
 
მეორე საკითხი აზერბაიჯანსა და მის ანკლავს, ნახიჩევანს შორის დამაკავშირებელი დერეფნის არსებობა-არარსებობაა. აზერბაიჯანი კვლავ ითხოვს ამ საკითხის გადაჭრას. რას სახით შეიძლება მიიღოს აზერბაიჯანმა ეს შემდგომ გახდება ცნობილი. ეს თემა 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან არსებობს.
 
მესამე საკითხი ყარაბაღთან დაკავშირებული მომლაპარაკებელი მინსკის ჯგუფის დაშლა და მესამე მხარის პროცესში მონაწილეობის უარყოფაა. ეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც ეხება.
 
პროცესები ჯერჯერობით მიმდინარეა, მაგრამ პოლიტიკური მზაობა ყველა მხრიდან არსებობს, ეს კი მისი წარმატებით დასრულებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. საინტერესო ამბები გველოდება წინ.

გიორგი კობერიძე

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის