USD 2.7128
EUR 3.1550
RUB 3.3271
Tbilisi
თუ კიდევ ერთი რუსული რაკეტა ან თვითმფრინავი გამიზნულად, ან შემთხვევით შემოფრინდება ჩვენს საჰაერო სივრცეში და მას ჩამოაგდებენ , ნუ დაიწყებთ აქ წუწუნს - რადოსლავ სიკორსკი
Date:  471
“ თუ კიდევ ერთი რუსული რაკეტა ან თვითმფრინავი გამიზნულად, ან შემთხვევით შემოფრინდება ჩვენს საჰაერო სივრცეში და მას ჩამოაგდებენ , ნუ დაიწყებთ აქ წუწუნს.
თქვენ ამის შესახებ უკვე გაფრთხილებულნი ხართ” - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი გაეროს უშიშროების საბჭოზე მიმართავს რუსეთის ფედერაციას.
ნაწყვეტი სიკორსკის სხვა, მნიშვნელოვანი განცხადებიდან:
 "ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თქვენ ფეხებზე გკიდიათ საერთაშორისო სამართალი და ორგანულად არ შეგიძლიათ მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. თქვენი რადიკალური ნაციონალიზმი არის ბატონობის დაუოკებელი წყურვილი, რომელიც შოვინიზმის ყველაზე საშინელი ფორმაა. ეს არ დამთავრდება, სანამ არ შეიგნებთ და არ აღიარებთ, რომ იმპერიების ეპოქა დამთავრდა, და თქვენი იმპერია აღარასდროს დაბრუნდება! უკრაინელი სამხედროების თითოეული თქვენზე დარტყმა - დაე ღმერთმა დალოცოს ისინი, ამ დღეს აახლოვებს”
world
ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომზე - „შვიდი ომი დავასრულე და მერვეს დასრულებასთანაც ახლოს ვარ

ვფიქრობ, რუსეთ - უკრაინის ომსაც დავასრულებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, „შვიდი ომი დაასრულა და მერვეს დასრულებასთანაც ახლოს არის“.

„ვფიქრობ, საბოლოოდ, რუსეთთან დაკავშირებულ სიტუაციასაც მოვაგვარებთ, რომელიც საშინელებაა. გასულ კვირას რუსეთსა და უკრაინას შორის 7000 ადამიანი დაიღუპა. ვფიქრობ, ამას დავასრულებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე, მისი თქმით, „ისტორიაში ამდენი კონფლიქტი არავის დაუსრულებია“.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way