USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Tbilisi
თუ ღვინის გაყიდვა რუსეთში გაჭირდა მას სხვაგან ვერ გავყიდით... ასეთი ღვინო სხვას არ სჭირდება -იაგო ბიტარიშვილი
Date:  

წყარო:https://bm.ge/

კომპანია „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელმა, იაგო ბიტარიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ჩინეთის, რუსეთის და ევროპის ბაზრებისთვის დამახასიათებელ მოთხოვნებზე ისაუბრა. მისი თქმით, ჩინეთის და რუსეთის შემთხვევაში მოთხოვნა უფრო არის ნახევრად ტკბილ ღვინოებზე, რომელიც მაღალი ხარისხის ღვინოებად არ ითვლება.

„ზოგადად ბაზარი ბევრ რამეს გვკადრულობს, მითუმეტეს, როდესაც დიდ რესურსზეა საუბარი. ჩემთვის ხშირად დაუსვიათ კითხვა, რა მოგცა ევროპულმა ბაზარმა, - პირველ რიგში ცოდნა. ასევე, როგორც ბიზნესი გავიზარდე, ცოდნის კულტურის, მუშაობის კულტურის და ღვინის ხარისხის თვალსაზრისით ეს ყველაზე მეტია, რაც შეიძლება მე მიმეღო ნებისმიერი სხვა ბაზრით.

ყველა ბაზარს თავისი სპეციფიკა ახასიათებს, მაგალითად ჩინეთის და რუსეთის შემთხვევაში საუბარია ნახევრად ტკბილ ღვინოებზე, რომელიც მაღალი ხარისხის ღვინოებად არ ითვლება და მაგიტომაც არის, რომ თუ ღვინის გაყიდვა რუსეთში გაჭირდა ღვინოს სხვაგან ვერ გავყიდით - ეს ღვინო სხვას არ სჭირდება.

ამიტომ დასავლეთის ბაზრებზე ღვინის გაყიდვა ნიშნავს ქართული ღვინის ხარისხის გაზრდას, რადგან ის ბაზარი მაგას გვკარნახობს, რომ ხარისხიანი ბაზარი სჭირდებათ. ეს ფაქტორიც დამატებითი ფაქტორია თუ რატომ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ალტერნატიულ ბაზრებზე“, - განაცხადა იაგო ბიტარიშვილმა. 

მას ასევე საექსპორტო ღვინის მოთხოვნის ტენდენციებზე ისაუბრა და თქვა, რომ მალე ჩინეთში და მათ შორის რუსეთშიც ხარისხიან ღვინოზე მოთხოვნა გაიზრდება. 

"ძალიან მალე ჩინეთში ტკბილ ღვინოებს მშრალი ღვინოები ჩაანაცვლებს, რადგან მაღალი ეკონომიკაა და დასავლური კულტურა აქტიურად და სწრაფად შედის. ბევრი დასავლეთის ღვინის მწერალი თუ ჟურნალისტი საუბრობს იმაზე, რომ რამდენიმე წელიწადში ჩინეთის ბაზარი აღარ იქნება ისეთი როგორიც რამდენიმე წლის წინა იყო, რადგან ის ძალიან ემსგავსება დასავლეთის ბაზარს. ამიტომ იქაც ხარისხი პრიორიტეტი იქნება. ასევე შეიძლება ითქვას რუსეთზეც - ეს ტკბილი ღვინოები იქ ჯერ კიდევ პოპულარულია, მაგრამ ახალი თაობისთვის ვისაც მიმბაძველობა აქვთ დასავლურ კულტურასთან იქ ხარისხიანი ღვინო ჩანაცვლდება",  - განაცხადა მან. 

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way