USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
თუ აშშ უგუნურად იმოქმედებს, ჩინეთი საპასუხო დარტყმისთვის ეფექტურ ზომებს მიიღებს
Date:  1123

ჩინეთის საგარეო უწყება შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ მისი „უგუნური ქმედებები“ რეაგირების გარეშე არ დარჩება და მოუწოდებს, ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმოს.

„მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს შესაბამისი არასწორი გადაწყვეტილება და შეწყვიტოს ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევა და ჩინეთის ინტერესების ზიანის მიყენება. თუ შეერთებული შტატები უგუნურად იმოქმედებს, ჩინეთი საპასუხო დარტყმისთვის ეფექტურ ზომებს მიიღებს,“- განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვან ვენბინმა.

ცნობისათვის, შეერთებულმა შტატებმა გასული კვირის პარასკევს რამდენიმე ფიზიკურ პირსა და ჩინურ ორგანიზაციას, ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, სანქციები დაუწესა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way