USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Tbilisi
თუ ალკოჰოლს არ სვამთ, ნაადრევი სიკვდილის რისკის ქვეშ ხართ - როგორია ახალი კვლევის შედეგები?
Date:  5249

ახალი კვლევის თანახმად, იმ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად სვამენ ალკოჰოლს, ნაკლებია ნაადრევი სიკვდილის შანსი მათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ იღებს მას.

დიახ, არ გეჩვენებათ და სწორად კითხულობთ - მკვლევარები წერენ, რომ თუ ალკოჰოლს საერთოდ არ იღებთ, ნაადრევი სიკვდილის რისკი იზრდება.

კვლევის შედეგი ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

მკვლევარებმა გარდა იმისა, რომ გაითვალისწინეს, თუ რა ინტენსივობით სვამდნენ კვლევაში ჩართული ადამიანები ალკოჰოლს, ასევე შეისწავლეს ამ ადამიანების ცხოვრების წესი - რამდენად კავდებოდნენ ისინი სხვადასხვა ფიზიკური აქტივობებით, როგორი იყო მათი სოციალური მდგომარეობა და კვების რეჟიმი.

კვლევას ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლზ ჰოლანი ხელმძღვანელობდა და მის დასკვნაში ნათქვამია, რომ ნაადრევი სიკვდილის რისკი ყველაზე მაღალია იმ ადამიანებში, ვინც არასოდეს ყოფილა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ხოლო დაბალია ეს მაჩვენებელი მათში, ვინც რეგულარულად იღებს ალკოჰოლს.

ნაადრევი სიკვდილის ყველაზე დაბალი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებიც 3 ჭიქა ალკოჰოლურ სასმელს იღებენ ყოველი დღის განმავლობაში.

კვლევაში 1824 ადამიანი იყო ჩართული და იმ ადამიანებში, რომლებიც საერთოდ არ იღებდნენ ალკოჰოლს 60%-ით მაღალი იყო ნაადრევი სიკვდილის რისკი მათთან შედარებით, რომლებიც რეგულარულად სვამდნენ მას.

მკვლევარები აღნიშნულ შედეგს შემდეგნაირად ხსნიან - ალკოჰოლს ადამიანები, როგორც წესი, მარტო არ ღებენ, მას სვამენ მეგობრები, თანამშრომლების, ახლობლების გარემოცვაში. ის ამყარებს კავშირებს ადამიანებს შორის, აყალიბებს უფრო ძლიერ ურთიერთობებს, აუმჯობესებს განწყობას, ავიწყებს პრობლემებს. ყოველივე კი, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას განაპირობებს.

ადამიანები, რომლებიც არ სვამენ ალკოჰოლს, როგორც წესი, არიან დეპრესიულები და ნაკლებად კომუნიკაბელურები, ნაკლები სოციალური კავშირები აქვთ, რაც მათ ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზე უარყოფითად მოქმედებს.

ასე რომ, შეგიძლათ თამამად მიირთვათ საყვარელი ალკოჰოლური სასმელი. თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად კვლევის შედეგისა, მკვლევარები მაინც ზომიერების დაცვას გვირჩევენ და წერენ, რომ გადაჭარბებული რაოდენობით კარგი არაფერია.

tbilisi
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way