USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცე მოეწყო
Date:  670
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცე მოეწყო.
სამუშაოებისას შეკეთდა სკვერის ტერიტორია, ასევე კალათბურთის სტადიონი და კიდევ ერთი სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო. დამონტაჟდა საპარკე ავეჯი, დაირგო მცენარეები. გარდა ამისა, სკვერის მიმდებარედ განახლდა გზა.
დასასვენებელი სივრცის ტერიტორია 2200 კვ. მ ფართობს მოიცავს.
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way