USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
წყნეთში გაგრის IV ჩიხის N3-ის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა განახლდა
дата:  205
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში გაგრის IV ჩიხის N3-ის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა განახლდა.
 
ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი და დაიგო ასფალტის საფარი. სამუშაოების შედეგად, 400-მდე კვ. მ ფართობის მონაკვეთი მოწესრიგდა.
 
სულ, მიმდინარე წელს, ვაკის რაიონის მასშტაბით 69 000 კვ. მ ფართობის გზები განახლდა, 8 მისამართზე კი ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყო. შესრულებული სამუშაოების შედეგად, გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა.
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати