USD 2.7264
EUR 3.1283
RUB 3.1948
Tbilisi
წყნეთში, ამილახვრის N19-ში არსებული სკვერის განახლება იწყება
Date:  349
კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
 
ამჯერად, წყნეთში, ამილახვრის N19-ში არსებული სკვერის განახლება იწყება. სამუშაოების ფარგლებში, 1000-მდე კვ. მ ფართობზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონა, მოსასავენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა და დამონტაჟდება შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. პროექტის დასკვნით ეტაპზე სკვერი გამწვანდება.
 
სივრცის განახლების საპროექტო დოკუმენტაცია ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელმა ლევან ყიფიანმა პარლამენტის დელეგატ ზურაბ რურუასთან ერთად გააცნო.
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way