USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
წყალტუბოში შექმნილი NFT-ი Sotheby's-ის აუქციონზე გაიყიდება
თარიღი:  631

წყალტუბოში შექმნილი NFT-ი, სახელწოდებით “ეიფორია”, რომელზეც შვედმა არტისტმა, რაიან კუპმანსმა იმუშავა, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული სააუქციონო სახლის, Sotheby's-ის აუქციონზე გაიყიდება, - ამის შესახებ არტისტი “ინსტაგრამში” წერს. მისივე თქმით, აუქციონამდე ნამუშევარი, რომელიც ბლოკჩეინზე არის ინტერგრირებული და შესაბამისად, უნიკალურია, Sotheby's-ის პარიზის გალერეაში იქნება გამოფენილი.

ბრიტანულ-ამერიკული სააუქციონო სახლის შეფასებით, “ეიფორია” ციფრული ნამუშევარია, რომლითაც ავტორი მაყურებელს დროის უწყვეტობის, ბუნების აღორძინებისა და არქიტექტურული ლანდშაფტის სოციალურ-ისტორიული ნუიანსების შესახებ უამბობს. მათივე თქმით, ამ ნამუშევრით, რომელიც ფოტოგრაფიისა და ანიმაციის შერეული ტექნიკითაა შესრულებული, რაიან კუპსმანმა მიტოვებული ისტორიული შენობა გააცოცხლა და მას სიურრეალისტური ელფერი შესძინა.

აუქციონი, რომელზეც შვედი არტისტის ნამუშევარი გაიყიდება, უკვე დაწყებულია. სხვათა შორის, “ეიფორია” ერთ-ერთი ყველაზე ძვირად შეფასებული ნამუშევარია კოლექციაში, რომლის გასაყიდი ფასი, სააუქციონო სახლის შეფასებით, 25-დან 35 ათას ევრომდე შუალედში იქნება. აუქციონით დაინტერესებულ პირებს, გადახდა კრიპტოვალუტითაც შეუძლიათ.

ცნობისთვის: “ეიფორია” NFT-ნამუშევრების იმ კოლექციის ნაწილია, რომელსაც ქართველი მკითხველი კარგად იცნობს. გასულ წლის ივნისში, ამ კოლექციაში შემავალი ერთ-ერთ ნამუშევარი ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, ჯიმ კერიმ შეიძინა. ის ნამუშევარი, ისევე, როგორც “ეიფორია” წყალტუბოს სანატორიუმთაგან ერთ-ერთის ოთახში არის გადაღებული.

წყარო: https://bm.ge/

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის