USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
წყალტუბოში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ბანკირის იასონ ლორთქიფანიძის 100 წლისთავის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა
дата:  1668

ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, პაატა ახალაძე და რეგიონის საბანაკო დაწესებულებათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფაგლებში, რომელიც დამსახურებული ბანკირის რევაზ რობაქიძის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა, მოეწყო ფოტო და ნუმიზმატთა გამოფენები, ისაუბრეს წარმატებული ბანკირის იასონ ლორთქიფანიძის ქართული საბანკო სისტემის განვითარებაში შეტანილ წვლილზე, მის მიერ შემუშავებულ ფულის ნიშნებსა და რეფორმებზე, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ სოფელ ჩუნეშში მცხოვრებ წარმატებულ სტუდენტებს, ასევე ნუმიზმატთა კავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელს გურამ ფილიპაშვილს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის თხოვნის გათვალისწინებით, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს საჩუქრად ექსპონატები გადაეცა და როგორც აღინიშნა, ამიერიდან სახლ-მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება პირველი ბანკირის იასონ ლორთქიფანიძის ღვაწლს გაეცცნოს და იხილოს ის ნივთები, რომლებშიც ქართული ეროვნული ვალუტა „ლარი“ ინახებოდა.

„ფიცის კაცების“ ღირსეული შთამომავლების ნიკო და იასონ ლორთქიფანიძეების მამულში გამართულ ღონისძიებაზე ცნობილი ქართული სიმღერა „ღვინოვ კახურო“ ევროპის წამყვანი საოპერო თეატრების მომღერალმა აკაკი იოსელიანმა შეასრულა.

სტუმრებმა სახელმწიფო ბანკის პირველი თავმჯდომარის იასონ ლორთქიფანიძის საიუბილეო ღონისძიების გამართვის ინიციატორსა და ორგანიზატორს რევაზ რობაქიძეს მადლობა გადაუხადეს.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати