USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
წყალტუბოში კურორტის განვითარების გენგეგმის საკონკურსო წინადადებების საჯარო პრეზენტაცია გაიმართა
дата:  1111

წყალტუბოში კურორტის გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო წინადადებების საჯარო პრეზენტაცია გაიმართა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საკონკურსო კონცეფციები საზოგადოებას გააცნეს წყალტუბოს განვითარებისათვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა. მათ საზოგადოებას წარუდგინეს კურორტის განვითარების ძირითადი მიმართულებები და საპროექტო ჯგუფების უცხოელი ხელმძღვანელების გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე ისაუბრეს.

უწყების ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სექტემბერში გამოცხადებულ კონკურსში წინადადებები სამმა კომპანიამ - შპს „ბაუ დიზაინმა“, შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეორგაფიკმა“ და შპს „არტსტუდიო-პროექტმა“ წარადგინა.

"წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, კონკურსში გამარჯვებული კომპანია წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციას ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში შეიმუშავებს. წყალტუბოს გენგეგმით უნდა განისაზღვროს ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას და ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს. გამარჯვებული კომპანიის მიერ შესრულებული გენგეგმა დაადგენს, თუ რა მოცულობის მშენებლობის განხორციელებაა შესაძლებელი წყალტუბოს ცენტრალურ ზონაში. იმ ტერიტორიაზე, სადაც განლაგებულია ძირითადი საინვესტიციო პროექტები - ძველი სანატორიუმები, რომლებიც საპრივატიზაციო ნუსხაში დასახელდება. ამის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საპრივატიზაციო წინადადებებს გენგეგმის ავტორებთან და საპროექტო ჯგუფებთან ერთად მოამზადებს. წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მოსამზადებლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წლის დეკემბერში გამოცხადებული კონკურსი შეწყდა, ვინაიდან მასში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდენტმა კურორტის უნიკალური პოტენციალის შესაფერისი ხედვა ვერ წარმოაჩინა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати