USD 2.6114
EUR 3.0318
RUB 3.0289
Tbilisi
„წყალტუბოს რა პოტენციალიც გააჩნია, დღეს მის მხოლოდ 5-10%-ს იყენებს“ - ბერეკაშვილი
Date:  

„წყალტუბოს პოტენციალის ათვისებისთვის მნიშვნელოვანია კურორტის ერთ ორგანიზმად განვითარება“ - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში Travel To Georgia-ს დირექტორმა ლაშა ბერეკაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, კურორტზე სერვისს მხოლოდ რამდენიმე ობიექტი ქმნის, რაც ტურისტების დიდი რაოდენობით დარჩენისთვის არასაკმარისია.

„წყალტუბოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომლის ათვისება ვერ ხდება. არის ცალკეული სასტუმროები, რომლებიც კარგ სერვისს სთავაზობენ ტურისტებს თუმცა, ეს არ არის საკმარისი. ისინი არ უნდა იყვნენ ამოვარდნილი წყალტუბოს განვითარების კონცეფციიდან. იქ არის უზარმაზარი, გამორჩეული პარკი, რომელიც საკმაოდ მოუვლელია, არ არის ინფრასტრუქტურა და იმის გამო, რომ მას არ აქვს გეგმა ჩამოსული სტუმარი რითი დააკავოს, როგორ გაატარებინოს დასვენების დღეები, ეს ქმნის პრობლემას.

ევროპასა და სხვა ქვეყნებში მსგავსს რეზორტებს აქვთ ეს მიმართულება რომელიც გულისხმობს ვიზიტორებისთვის კომფორტის შექმნას, მათ გართობას და მათი დაუვიწყარ დასვენებას, ეს ქმნის კურორტის სახეს, ერთიანი ორგანიზმი უნდა იყოს და არა 1-2 სასტუმრო, რომელიც საერთო სურათს ვერ ცვლის. კურორტს დღეს რა პოტენციალიც გააჩნია მის მხოლოდ 5-10%-ს იყენებს.“ - განაცხადა ბერეკაშვილმა.

წყალტუბოს გარდა ბერეკაშვილმა იმერეთის პოტენციალზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია ტურისტულ რუკაზე 12-ვე მუნიციპალიტეტი იყოს ჩართული, ამისთვის კი არსებული კურორტების განვითარება დაიწყოს.

„იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტი იმსახურებს უფრო მეტ წარმოჩენას, დღეს მხოლოდ 2-3 მუნიციპალიტეტია და ისიც მცირედით ამ ტურიზმის გეოგრაფიაში ჩართული, რაც სამწუხაროა.

საშუალო ღამის თევის მაჩვენებელი ბუქინგით 1,3-1.5 დღეა, რაც ერთ-ერთი დაბალია, მინიმუმ ორჯერ მეტი უნდა იყოს. ამის მიზეზია ლოგისტიკა, გაუმართავი ტრანსპორტი. მარშრუტების არ დატანა საერთაშორისო საძიებო სისტემებზე და ა.შ.

რაც შეეხება სასტუმროების რაოდენობას, ბუქინგის სტატისტიკას თუ შევხედავთ, 2013-2015 წწ-ში 300 ობიექტებამდეც არ ადიოდა სასტუმროების და საოჯახო სასტუმროების რაოდენობა, დღეს მათი წილი გახუთმაგებულია და შეიძლება მეტიც არის. ზრდადია ეს რიცხვი, რამდენიმე სასტუმროს გახსნას კიდევ ველოდებით. ასევე აეროპორტთან ერთი დიდი სასტუმრო კიდევ იხსნება , რაც ნიშნავს რომ ქუთაისსა და წყალტუბოში სასტუმროების ფონდი იზრდება.“ - განაცხადა ბერეკაშვილმა.

 წყარო:https://bm.ge/

World
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way