USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Тбилиси
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს
дата:  1102
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით დედა ენის ქუჩაზე, ქალაქის N1 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მარადმწვანე მცენარე - „ტუია სმარაგდას“ 50 ნერგი დაირგო.
 
გამწვანების სამუშაოებში პირადად მიიღო მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
 
ნერგები დარგეს საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, მერის თანაშემწემ ნიკა აფხაძემ, მერის წარმომადგენელმა ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში პაატა ბუჭუხიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
 
общество
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати