USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
თსუ-ის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რი, ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პირ­ვე­ლი თავ­მჯდო­მა­რე, შვე­იც­არი­ელი იურ­ის­ტი ლუ­ცი­უს უილ­დჰა­ბე­რი გარ­და­იც­ვა­ლა
თარიღი:  1232

„თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო დოქ­ტორ­თა რი­გებს უღ­ირ­სე­ულ­ესი წევ­რი გა­მო­აკ­ლდა,“ — გვითხრა ცნო­ბილ­მა სა­მარ­თალ­მცოდ­ნემ, ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს ყო­ფილ­მა მო­სა­მარ­თლემ მინ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძემ, რო­დე­საც მას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ჯა­რო სა­მარ­თლის ექ­სპერ­ტის, ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის ლუ­ცი­უს უილ­დჰა­ბე­რის მოღ­ვა­წე­ობ­ის შე­სა­ხებ ვკითხეთ. ეს ბა­ტო­ნი უილ­დჰა­ბე­რის რე­გა­ლი­ეთა არ­ას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია: ლუ­ცი­უს უილ­დჰა­ბე­რი 1937 წლის 18 იან­ვარს შვე­იც­არი­აში და­იბ­ადა, წარ­მო­შო­ბით გერ­მა­ნე­ლი 7 უცხო ენ­ას ფლობ­და, მათ შო­რის, 2 მკვდარ ენ­ას — ძველ ბერ­ძნულ­სა და ლა­თი­ნურს, სწავ­ლობ­და ბა­ზელ­ში, პა­რიზ­ში, ჰა­იდ­ელ­ბერ­გში, ლონ­დონ­სა და იელ­ში, 1971-1977 წლებ­ში ლექ­ცი­ებს კითხუ­ლობ­და შვე­იც­არი­ის ფრი­ბურ­გის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, 1977-1998 წლებ­ში — ბა­ზე­ლის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, 1992 წელს ამ­ავე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რად აირ­ჩი­ეს, 1974-1978 წლებ­ში შვე­იც­არი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­და­სინ­ჯვის კო­მი­სი­ის მთა­ვა­რი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი იყო, 1979-1991 წლებ­ში კი შვე­იც­არი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სა­ზო­გა­დო­ებ­ის პრე­ზი­დენ­ტი, ას­ევე იყო ლიხ­ტენ­შტე­ინ­ის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე (1975-1988 წწ.), 1991-1998 წლებ­ში ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის რან­გში მუ­შა­ობ­და, 1998 წლის 1 ნო­ემ­ბრი­დან კი, რო­დე­საც ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო მუდ­მივ­მოქ­მედ სა­სა­მარ­თლოდ იქ­ცა, ლუ­ცი­უს უილ­დჰა­ბე­რი მის პირ­ველ თავ­მჯდო­მა­რედ აირ­ჩი­ეს. ამ­ავე პე­რი­ოდ­ში, 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში ლუ­ცი­უს უილ­დჰა­ბერ­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლე მინ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძე.

„ის გახ­ლდა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პირ­ვე­ლი თავ­მჯდო­მა­რე, რო­მელ­მაც შეძ­ლო ძლი­ერი გუნ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. მე მქონ­და პა­ტი­ვი მას­თან ერ­თად მე­მუ­შა­ვა ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლის რან­გში, 1999 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ძა­ლი­ან რთუ­ლი შე­სა­გუ­ებ­ელი იყო, რო­დე­საც მას ვა­და ამო­ეწ­ურა, რად­გან მის­ნა­ირი ხელ­მძღვა­ნე­ლი იშ­ვი­ათია. ლუ­ცი­უს უილ­დჰა­ბერს, ბუ­ნე­ბით დე­მოკ­რატს, არ­ას­დროს არ­ავ­ინ გა­მო­უძ­ახ­ებია თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში, თვი­თონ გვეწ­ვე­ოდა ხოლ­მე ჩვენს სა­მუ­შაო ოთ­ახ­ებ­ში. ეს თა­ნამ­შრომ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­სე­ული ფორ­მა იყო. მას დი­დი წვლი­ლი აქ­ვს შე­ტა­ნი­ლი არა მარ­ტო შვე­იც­არი­ული სა­მარ­თლის­მცოდ­ნე­ობ­ის, არ­ამ­ედ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა აქ­ტუ­ალ­ური სა­კითხე­ბის გა­შუ­ქე­ბა­ში. მი­სი წვლი­ლი გა­მორ­ჩე­ულია ქარ­თუ­ლი სა­მარ­თლის გან­ვი­თა­რე­ბა­შიც, რად­გან ის­ეთ სა­იდ­უმ­ლო­ებ­ებს მიგ­ვაგ­ნე­ბი­ნა, რა­მაც ქარ­თუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი აზ­რი­სა და ქარ­თუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა და­აჩ­ქა­რა. უამ­რა­ვი სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მი აქ­ვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, თა­ვი­სი პუბ­ლი­კა­ცი­ები თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­შიც და­ტო­ვა,“ — აღ­ნიშ­ნა მინ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძემ.

ლუ­ცი­უს უილ­დჰა­ბე­რი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს 2001 წლის 20 აპ­რილს ეწ­ვია, რო­დე­საც მას პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რის წო­დე­ბა მი­ენ­იჭა. სტუ­მა­რი სტუ­დენ­ტებ­საც შეხ­ვდა და სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მუ­შა­ობ­ის პრინ­ცი­პებ­ზე ესა­უბ­რა. ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პირ­ვე­ლი თავ­მჯდო­მა­რის ვი­ზი­ტი თბი­ლის­ში მინ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძემ გა­იხ­სე­ნა: „პრე­ზი­დენ­ტი შე­ვარ­დნა­ძე ძა­ლი­ან ფრთხი­ლად ეკ­იდ­ებ­ოდა მო­სა­მარ­თლე­ებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, ფრთხი­ლობ­და, რომ ას­ეთ ურ­თი­ერ­თო­ბას რა­მე სხვა სა­ხე­ლი არ დარ­ქმე­ოდა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი თა­ვად ლუ­ცი­უს უილ­დჰა­ბე­რის ინ­ტე­რე­სებ­ში უფ­რო შე­დი­ოდა, ვიდ­რე — ქარ­თუ­ლი მხა­რის. ის კარ­გად იც­ნობ­და და­სავ­ლურ კულ­ტუ­რა­სა და პო­ლი­ტი­კას, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სის­ტე­მის, რუ­სე­თის მი­მართ არ­ანა­ირი სიმ­პა­ტია არ ჰქონ­და, ამ­იტ­ომ აინ­ტე­რე­სებ­და პოსტ საბ­ჭო­თა სივ­რცე­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო შე­მად­გენ­ლო­ბით ჩა­მო­ვი­და — თან ახ­ლდა თა­ვი­სი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც კა­ნა­დე­ლი ფსი­ქო­ლო­გი გახ­ლდათ, სა­სა­მარ­თლოს გან­მწე­სე­ბე­ლი პოლ მა­ჰო­უნი, მი­სი მე­უღ­ლე, მე და თეა წუ­ლუ­კი­ანი, რო­მე­ლიც იმ დროს პრო­ექ­ტე­ბის ავ­ტო­რად მუ­შა­ობ­და და მა­ღა­ლი რან­გის სპე­ცი­ალ­ის­ტად ით­ვლე­ბო­და. მა­შინ ჩვენ ჩა­მო­ვე­დით იმ­ის­თვის, რომ ერ­თმა­ნეთს დავ­ხმა­რე­ბო­დით და ლუ­ცი­უს უილ­დჰა­ბე­რის­თვის ქარ­თუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მა გაგ­ვეც­ნო. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში გა­იმ­არ­თა შეხ­ვედ­რე­ბი პრე­ზი­დენ­ტთან და პატ­რი­არ­ქთან. ამ­ავე დროს, გა­ეც­ნო ქარ­თულ კულ­ტუ­რა­საც. სტრას­ბურ­გში ყოფ­ნი­სას უკ­ვე ნა­ნა­ხი ჰქონ­და რე­ზო გაბ­რი­აძ­ის სპექ­ტაკ­ლი „სტა­ლინ­გრა­დი“, წარ­მოდ­გე­ნას მა­შინ ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ვრო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­თა მთე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა ეს­წრე­ბო­და და დი­დი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. თბი­ლის­ში ლუ­ცი­უს უილ­დჰა­ბე­რის­თვის სპე­ცი­ალ­ური მი­ღე­ბა რე­ზო გაბ­რი­აძ­ემ მო­აწყო, სა­დაც ულ­ამ­აზ­ესი ქარ­თვე­ლი ქა­ლი — მა­ნა­ნა გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლიც იმ­ყო­ფე­ბო­და. რე­ზომ სტუ­მარს აუხ­სნა, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი ქარ­თვე­ლი ქა­ლის სი­ლა­მა­ზის საჩ­ვე­ნებ­ლად მო­იწ­ვია, რა­ზეც მა­ნა­ნა გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­მა უპ­ას­უხა — „რა დროს ჩე­მი სი­ლა­მა­ზეაო“, რე­ზო გაბ­რი­აძ­ემ კი დას­ძი­ნა — „თა­ნა­მედ­რო­ვე შე­დევრ შე­ნო­ბებს აკ­რო­პო­ლი­სის ნან­გრე­ვე­ბი მირ­ჩევ­ნიაო.“ ეს ფრა­ზა ლუ­ცი­უს უილ­დჰა­ბერ­მა თა­ვი­სი მო­გო­ნე­ბე­ბის წიგ­ნში შე­იტ­ანა.“

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ექ­სპერ­ტი, ბა­ზე­ლის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ემ­ერ­იტ­უს პრო­ფე­სო­რი, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პირ­ვე­ლი თავ­მჯდო­მა­რე ლუ­ცი­უს უილ­დჰა­ბე­რი 83 წლის ას­აკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ნა­ტო ობ­ოლ­აძ­ე

წყარო:http://newspaper.tsu.ge/

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.