USD 2.7415
EUR 3.0686
RUB 3.3973
Tbilisi
თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებს დასაქმების ახალი შესაძლებლობები ექნებათ
Date:  178

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელსაც თსუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კიკნაძემ მოაწერეს ხელი.

ღონისძიებას თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, თსუ-ის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„დასაქმების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან უნივერსიტეტი ზრუნავს სტუდენტების არა მხოლოდ განათლებაზე, არამედ იმაზეც, რომ ისინი შემდგომ დასაქმდნენ და მიიღონ მათი კვალიფიკაციის შესაბამისი სამსახური. სააგენტოსთან ამ საკითხთან დაკავშირებით დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები, - განაცხადა თსუ-ის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ.

მემორანდუმის ფარგლებში დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“ თსუ-ის სტუდენტებს შესთავაზებს სტუდენტურ ვაკანსიებს, ამასთან პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დაეხმარება რეზიუმეებისა და სააპლიკაციო ფორმების შევსებაში, მათი მონაცემების დასაქმების ბაზაში განთავსებაში, რომელთანაც წვდომა 30 000-ზე მეტ დამსაქმებელს აქვს.

„ჩემთვის, როგორც თსუ-ს კურსდამთავრებულისთვის, დიდი პატივია, რომ გავაფორმეთ ხელშეკრულება უნივერსიტეტთან, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სტუდენტების დასაქმებას და გავაძლიეროთ ის პლატფორმა, საიდანაც სტუდენტები მიიღებენ დასაქმების შესახებ ინფორმაციას“, - აღნიშნა დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კიკნაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დასაქმების სააგენტო მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში ასევე განახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს, შეხვედრებს, ტრენინგებს, დასაქმების ფორუმებს.

თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის კახაბერ ჭეიშვილის თქმით, მემორანდუმის გაფორმებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტების დასაქმების, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისკენ.

თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან ხორციელდება. 2019 წლიდან კი პროფესიული პროგრამების ადმინისტრირებას თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრი უძღვება. თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიულ პროგრამას სახელმწიფო 100 %-ით აფინანსებს.

დღეისთვის თბილისსა და ქუთაისში 400-მდე სტუდენტი სწავლობს 8 პროფესიულ პროგრამაზე: ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდა, საბაჟო საქმე, ღონისძიების ორგანიზება, საოფისე საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა.

დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“ დაარსდა 2006 წელს და მის მთავარ საქმიანობას კადრების შერჩევა წარმოადგენს. კომპანია ფლობს რამდენიმე დასაქმების საიტს საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. HR.GE-ს ერთიანი პორტალი ერთ-ერთი წამყვანი საიტია საქართველოს დასაქმების ბაზარზე. საიტზე დარეგისტრირებულია 30 000-ზე მეტი დამსაქმებელი კომპანია, 150 000-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი და განთავსებულია 5 000-მდე აქტიური ვაკანსია.

tbilisi
თბილისის მერია - ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მოძრაობა კვლავ შეზღუდულია - ავარიული კორპუსის იატაკის შემდეგ, არსებობს ფასადის ჩამონგრევის საფრთხე

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მდებარე ავარიული კორპუსის იატაკის ჩამონგრევის შემდეგ, არსებობს შენობის ფასადის ჩამოშლის საფრთხე, რის გამოც, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება კვლავ შეზღუდული რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალისტებისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შესაძლო ვიბრაციების გამოწვევის გამო, მისამართზე აიკრძალა, როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.

„მომხდარის გამო დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე მიმართულებით, საექსპერტო კვლევა მიმდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, მისამართზე დაიგეგმება საჭირო სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა. შემთხვევის ადგილი ლითონის ღობით შემოისაზღვრა და ტერიტორიაზე გადაადგილება აიკრძალა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way