USD 2.6959
EUR 3.1747
RUB 3.4365
თბილისი
წნორში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა
თარიღი:  876

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაასრულა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სპორტულ კომპლექსში მოეწყო კომბინირებული - მინი ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის საერთაშორისო სტანდარტების მოედანი, 150 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით. მოედნის გარდა, სპორტული კომპლექსი მოიცავს მულტიფუნქციურ სივრცეს ფიზიკური მომზადებისა და ჭიდაობისთვის, ქალთა და მამაკაცთა გასახდელებსა და საშხაპეებს, ადმინისტრაციის, მწვრთნელების, მსაჯების და სამედიცინო ოთახებს.

„წნორისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას უკვე აქვს კეთილმოწყობილი გარემო სპორტული აქტივობისა და სპორტის მრავალ სახეობაში ტურნირების ჩასატარებლად. ახალი სპორტკომპლექსი ქალაქისა და რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2.3 მილიონი ლარით დაფინანსდა“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპლექსი უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებით და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.

„წნორში დასრულებული სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტი ქალაქისთვის წარმოადგენს არა მხოლოდ სპორტულ ობიექტს, არამედ მიზიდულობის ახალი ცენტრს, სადაც, მოზარდებსა და პროფესიონალებს ექნებათ შესაძლებლობა ღირსეულ პირობებში ივარჯიშონ. სპორტული კომპლექსი, სადაც გათვალისწინებულია სივრცეები სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის, აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე სტანდარტს. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ კომპლექსში ბევრი მომავალი ჩემპიონი გაიზრდება, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ახალი სპორტული კომპლექსის დათვალიერების შემდეგ.

მან ასევე აღნიშნა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ქალაქის განვითარებას უწყობს ხელს. წნორს უკვე აქვს ახალი პარკი, სადაც მრავალი ღონისძიება ტარდება და მზადდება 180 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი.

თბილისი
ნადარეიშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა
პროექტის ფარგლებში, 3 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო საბავშვო-გასართობი სივრცეც.
ტერიტორია გამწვანდა, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
აღნიშნულ ტერიტორიაზე რეაბილიტირდა 600 კვ.მ ფართობის საფეხბურთო მოედანიც.
 სამუშაოების ღირებულება 590 000 ლარია.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი და საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის