USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
წლის ბოლოსთვის დედაქალაქში არცერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს
Date:  2053

წლის ბოლოსთვის დედაქალაქში არცერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს, ეს ეხება როგორც ავტობუსებს, ისე მიკროავტობუსებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სატრანსპორტო პოლიტიკაში მართლაც მნიშვნელოვანი რეფორმები წამოვიწყეთ, თავისი ავტობუსების განახლებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით. შეიძლება ყველა ქუჩაზე, არსებული კრიზისიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ყველგან ვერ მოვახერხეთ, თუმცა რაც შეეხება საავტობუსე ზოლების გაჩენას, დახაზვით სამუშაოებს, მაქსიმალურად ვცდილობთ ეს ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, რომელზეც არის ძალიან დიდი ყურადღება გამახვილებული, თავისუფლად შეძლოს გადაადგილება.

ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი და უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველაზე კომფორტული და მოწესრიგებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way