USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
წითელი ზღვაში, აშშ-ს ხომალდმა ჰუტი აჯანყებულების მიერ ნასროლი რაკეტები გაანეიტრალა
თარიღი:  491

წითელი ზღვაში, სადაც აშშ-ს საზღვაო ძალების ხომალდი USS Carney გადაადგილება, მისი ან ხომალდის მოქმედების ზონის გავლით, ისრაელისაკენ რაკეტები და დრონები იქნა გაშვებული. იერიშებზე პასუხისმგებელი იემენში ბაზირებული ჰუტი (ჰუსიტი/ٱلْحُوثِيُّون) აჯანყებულების დაჯგუფებაა. 24 საათის განმავლობაში თავდასხმის რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ მათ. აშშ-ს ხომალდმა რაკეტები გაანეიტრალა.

ჰუტების მთავარი დამფინანსებელი და შემაიარაღებელი ირანია. ისინი პრაქტიკულად სრულად ირანის დავალებით მოქმედებენ.
იემენში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ამ ფონზე გავრცელებულია ეპიდემიები. 2015 წლიდან ჰუტები დედაქალაქ სანაას აკონტროლებენ. ქვეყანა რამდენიმე სამხედრო-პოლიტიკურ ფრაქციადაა დაყოფილი, ხოლო საუდის არაბეთს ჰუტებთან ოფიციალური ომი აქვთ გამოცხადებული. ირანისა და საუდის არაბეთის ირიბი შეტაკება სწორედ იემენში ხდება. აშკარაა, რომ პრო-ირანული ძალები ფსონს მაქსიმალურ ესკალაციაზე დებენ. მიუხედავად ჰუსიტების საუდის არაბეთთან და სამოქალაქო ომში სხვა ფრაქციებთან დაპირისპირებისა, მათ ისრაელის წინააღმდეგ ომი არ ავიწყდებათ.
ჰუტი აჯანყებულების ოფიციალური სლოგანის ერთი ნაწილი ასეთია:
"სიკვდილი ამერიკას!
სიკვდილი ისრაელს!
დაწყველილ იყვნენ ებრაელები!"

აი ამ ძალებთან აქვს საქმე დღეს ისრაელსა და დასავლეთს. ძალიან რთულია მათთან რაიმე რეალური მოლაპარაკება, რადგან ამისათვის საკმარისი არც ნება არსებობს და არც მზაობა. დეკლარირებულ დონეზეც კი.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის