USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
წინასწარი მონაცემებით, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ 54,97%-ით ლიდერობს
Date:  482

მოლდოვაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ხმათა 98%-ის დათვლის შემდეგ ქვეყნის მოქმედი პროევროპელი პრეზიდენტი მაია სანდუ ლიდერობს. მას ხმა ამომრჩეველთა 54,97%-მა მისცა. სანდუ კონკურენტს, ალექსანდრ სტოიანოგლოს მხარი 45,03%-მა დაუჭირა. ამომრჩევლის აქტივობამ 54% შეადგინა.

მოლდოვაში ხმების წინასწარი დათვლის შემდეგ სტოიანოგლო ლიდერობდა, რომელმაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ამომრჩეველს მოლდოვურ და რუსულ ენებზე მიმართა. სანდუმ ლიდერობის მოპოვება დედაქალაქსა და საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე გამარჯვებით მოიპოვა.

პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში კენჭისყრის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესში რუსეთის მხრიდან მასიური ჩარევა ხდებოდა, რომელსაც, მისივე სიტყვებით, შედეგის დამახინჯების მაღალი პოტენციალი ჰქონდა.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way