USD 2.6908
EUR 3.2088
RUB 3.5562
თბილისი
წინამძღვრიშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
თარიღი:  372

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი ღონისძიების გამო, დღეს, 14:00-დან 22:00 საათამდე, წინამძღვრიშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

„კერძოდ, გადაადგილება სრულად შეიზღუდება წინამძღვრიშვილისა და მოსე გოგიბერიძის ქუჩების კვეთიდან წინამძღვრიშვილისა და ლევ ტოლსტოის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

შეზღუდვის პერიოდში, წინამძღვრიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ივანე ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ლევ ტოლსტოის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მოსე გოგიბერიძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედანზე მარცხნივ მოხვევით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსოფლიო
ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება

ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.

„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის