USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
წინამძღვრიშვილის ქ. N106-ში, თბილისური ტიპის ეზოში საერთო სარგებლობის აივანი ეწყობა
дата:  

ჩუღურეთის რაიონში, "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, წინამძღვრიშვილის ქ. N106-ში, თბილისური ტიპის ეზოში საერთო სარგებლობის აივანი ეწყობა.

პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, საკრებულოს მაჟორიტარ ზურაბ ჩიკვილაძესთან, პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.

სამუშაოებს ჩუღურეთის რიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. მისი ღირებულება 60 000 ლარია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати