USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
წერილი ევროპას: ჩვენ იტალიაში ვართ და ეს არის ის, რაც ვიცით თქვენს მომავალზე
Date:  1445

ბრიტანული გამოცემა the gardian იტალიელი მწერლის ფრანჩესკა მელანდრის წერილს აქვეყნებს. წერილი აფრთხილებს ევროპას და მათ, ვისაც ჯერ კიდევ უჭირს გააზრება, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ამ საერთო ბრძოლაში.

 "იტალიიდან გწერთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გწერთ  თქვენი მომავლიდან.. ჩვენ უკვე იქ ვართ, სადაც თქვენ რამოდენიმე დღეში აღმოჩნდებით. ეპიდემიის დიაგრამა აჩვენებს, რომ უკვე საერთო ცეკვაში ვიხლართებით.. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით გისწრებთ. ზუსტად ისე,  როგორც უჰანია ჩვენს  წინ რამდენიმე კვირით.

გაკვირდებით, თქვენც ზუსტად ისე იქცევით, როგორც ჩვენ. იგივე არგუმენტები გაქვთ, რაც ჩვენ ცოტა ხნის  წინ. სადღაც მათ შუაში ხართ, ვინც ამბობს, ეს ხომ უბრალოდ გრიპია, რა საჭიროა ამხელა ამბავიო და ის, ვინც უკვე ყველაფერს მიხვდა.

პირველ რიგში ჭამას დაიწყებთ და მხოლოდ იმიტომ არა, რომ ჭამა ერთადერთია, რისი გაკეთებაც შეგეძლებათ.  ათეულობით ჯგუფს იპოვით სოციალურ ქსელებში, რათა ისწავლოთ, როგორ გაატაროთ დრო ნაყოფიერად. ყველაფერში გაერთიანდებით, მაგრამ რამდენიმე დღეში ყველაფერს უგულვებელყოფთ.. თაროებიდან აპოკალიპტურ ლიტერატურას ჩამოალაგებთ, მაგრამ მალევე მიხვდებით, რომ მათი წაკითხვა არ შეგიძლიათ... ისევ შეჭამთ. ვეღარც დაიძინებთ... თქვენს თავს კითხავთ, რა ემართება დემოკრატიას...მუდმივად ონლაინ რეჟიმში იქნებით, მესენჯერში, ვოთსაფში, სკაიფსა თუ ზუმში..ძველი წყენები და უთანხმოება უმნიშვნელო გახდება..იმ ადამიანებთანაც დარეკავთ, რომლებზეც დაიფიცეთ, რომ ხმას არასდროს გასცემდით..დაიწყებთ ფიქრს იმაზე, რომ ბევრ ქალზე სახლში ძალადობენ..დაინტერესდებით იმ ადამიანების მდგომარეობითაც, ვისაც სახლი საერთოდ არ აქვს..

თქვენს თავს კითხავთ, ნუთუ ასე იშლება საზოგადოება, ნუთუ ყველაფერი ასე სწრაფად ხდება.. ადამიანები სრული სიცხადით გამოავლენენ თავიანთ ნამდვილ ბუნებას. ბევრ რამეში დარწმუნდებით, ბევრი რამ გაგაკვირვებთ კიდეც..მუდამ ახალ ამბებში თავჩარგული ინტელექტუალები გაქრებიან.. მათი აზრი მოულოდნელად უმნიშვნელო გახდება თქვენთვის..აღმოჩნდება, რომ ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ადრე ქედმაღლურად უყურებდით, არიან სანდო, სარწმუნო და მომავლის გამჭვრეტნი.

აჰ, ეს იტალიელები, - ალბათ ასე ამბობდით, როდესაც გვხედავდით როგორ ვმღეროდით აივნებიდან..მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ  რომ ერთმანეთს სიმღერებს თქვენც უმღერებთ..და ამ დროს თავს დაგიქნევთ, როგორც უჰანის მაცხოვრებლები გვიქნევდნენ თავს ჩვენ..

ბევრი თქვენგანი იმ ფიქრით დაიძინებს, რომ კარანტინის დასრულებისთანავე განქორწინების განაცხადს შეიტანს. ბევრი ბავშვი ჩაისახება. გეტყვიან, რომ საზოგადოება საერთო ძალისხმევითაა გაერთიანებული და რომ ყველა ერთ ნავში სხედხართ, რაც სიმართლეა…

ეს გამოცდილება საბოლოოდ შეცვლის უკეთესობისაკენ საკუთარი თავის აღქმას. მიხვდებით, რომ მთლიანის ნაწილი ხართ. კლასობრივი განსხვავება მაინც თვალშისაცემი იქნება..ლამაზ ბაღიან სახლში ყოფნა მჭიდროდ დასახლებულ ბინებში გამოკეტვის მსგავსი არ იქნება. არც სახლიდან მუშაობა და სამსახურის დაკარგვა იქნება ერთნაირი.

ნავი, რომლითაც კორონავირუსის დასამარცხებლად ერთად იმგზავრებთ, ყველასთვის ერთნაირი არ არის და არც არასდროს ყოფილა.

რაღაც ეტაპზე მიხვდებით, რომ ეს რთული იქნება და ამ სირთულის შეგეშინდებათ, შემდეგ ისევ შეჭამთ…

ჩვენ იტალიაში ვართ და ეს არის  ის, რაც  თქვენს მომავალზე ვიცით.. მაგრამ ეს მოკლევადიანი პერსპექტივაა, თუ შორეული მომავლისკენ გავიხედავთ, ის ჩვენთვისაც და თქვენთვისაც უცნობია..

მხოლოდ ერთი რამის თქმა შეგვიძლია, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო.."

 

ფრანჩესკა მელანდრი- იტალიელი მწერალი

წყარო: ბრიტანული გამოცემა - the gardian

 

sport
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way