USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Тбилиси
წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი გაეცნო
дата:  431

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კახა კალაძის თქმით, „მაკდონალდსიდან“ ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონამდე პირველი ივლისის შემდეგ ავტომანქანების გადაადგილება შესაძლებელი იქნება.

„წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ქუჩის ერთი მხარე, რომელიც დაკეტილი იყო და მიმდინარეობდა კომუნიკაციების შეცვლის სამუშაოები, აგვისტოს ბოლოს მთლიანად დასრულებული იქნება. სამუშაოების 80 პროცენტი უკვე შესრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს კორპუსების დაერთებები ახალ ქსელზე. "მაკდონალდსიდან" სტადიონამდე ქვედა ფენებში დაგებულია ასფალტი. დიდუბის ხიდამდე აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს და აგვისტოში ესეც დასრულებული იქნება. რაც შეეხება „მაკდონალდსიდან“ სტადიონამდე მონაკვეთს, პირველი ივლისის შემდეგ გაიხსნება და შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება. თამაშამდე არ გვინდა მოძრაობის გადალაგება, რადგან ამან შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს მძღოლებში. საფეხბურთო მატჩის შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ მონაკვეთის გამოყენება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოები კარგი ტემპით მიმდინარეობს. პროექტის პირველ ეტაპზე, სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს სტადიონიდან შალიკაშვილის სახელობის ხიდის მიმართულებით გზის მარცხენა მხარეს. ამ დროისთვის, ჩაკეტილ მონაკვეთში თითქმის დასრულებულია გაზის, წყალმომარაგების, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები და მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობა, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დაიწყება.

პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანალოგიური სამუშაოები ჩატარდება გზის მეორე მხარეს. პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება საჰაერო სადენები, ასევე მოეწყობა მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები.

რაც შეეხება მიწისზედა სამუშაოებს, მოეწყობა ტროტუარები, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა გარე განათების ახალი ქსელი, დამონტაჟდება LED ლამპიონები; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების მიზნით, მოეწყობა კუნძულები და ზებრა გადასასვლელები, გზის სავალ ნაწილზე გამოიყოფა ავტობუსის ზოლი; ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. პროექტის ფარგლებში პირვანდელი სახე შეუნარჩუნდება შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს.

პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 32 600 000 ლარს შეადგენს.

мир
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати