USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ცაბაძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თარიღი:  544
წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ცაბაძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, 25 აპრილის 23:00 საათიდან სამი დღის განმავლობაში, გიორგი ცაბაძის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
სამუშაოების ფარგლებში, მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად. კერძოდ, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით - დიმიტრი ყიფიანის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთის გავლით, ხოლო საპირისპირო მიმართულებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან „დინამო არენასკენ“ გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის