USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
წერეთლის გამზირზე მიმდინარე მიწისქვეშა სამუშაოების დროს, მე-19 საუკუნის აკლდამები აღმოაჩინეს
Date:  580

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში მიწისქვეშა ნაგებობები აღმოაჩინეს, რომლებიც სპეციალისტების დასკვნით, მე-19 საუკუნის აკლდამებს წარმოადგენს.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და არქეოლოგები.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამუშაოები სწორედ სპეციალისტების ზედამხედველობით და შესაბამისი წესების დაცვით წარმოებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერია დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way