USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
წერეთლის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობის სქემა შეიცვალა
Date:  
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცნობით, აკაკი წერეთლის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის მიმდებარედ, მოძრაობის სქემა შეიცვალა.
 
"აკაკი წერეთლის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის მიმდებარედ მოძრაობის სქემა შეიცვალა.
 შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან გადაადგილება შესაძლებელი იყო წერეთლის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქსნის ქუჩის მიმართულებით.
 
 რეაბილიტაციის შემდეგ წერეთლის გამზირიდან მარცხნივ მოხვევა აიკრძალა და მოძრაობა დასაშვებია ტრანსპორტის ქუჩისკენ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხვედრა კი ნებადართულია შალიკაშვილის სახელობის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან მარცხნივ მოხვევით, ნონა გაფრინდაშვილისა და ფეიქართა ქუჩების მიმართულებით.
 
 თბილისის მერია გისურვებთ მშვიდობიან და უსაფრთხო მგზავრობას!" - ავრცელებს განცხადებას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო
tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way