USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Tbilisi
წერეთელზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ პირს 9 მძევალი ჰყავს
Date:  754

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებულ პირს 9 ადამიანი ჰყავს მძევლად.

მისი თქმით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

„მინდა გთხოვოთ მედიასაშუალებებს პირდაპირი ჩართვები შეწყვიტონ, ვინაიდან ეს საფრთხეს უქნის როგორც მოქალაქეების, ასევე სამართლადამცველების სიცოცხლეს“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ცოტა ხნის წინ თბილისში, წერეთლის გამზირზე, შეიარაღებული პირი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა. თავდამსხმელმა მძევლად 9 პირი აიყვანა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობას ფაქტზე, სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.ა

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way