საქართველოში ყავის იმპორტი მზარდია. 2024 წლის იანვარ-მაისში ქვეყანამ 14.4 მილიონი აშშ დოლარის 3 198 ტონა ყავა იყიდა.
საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ წლიურ ჭრილში იმპორტირებული რაოდენობა 3%-ითაა გაზრდილი, მაშინ როდესაც აშშ დოლარში გამოსახული იმპორტი 21%-ით გაზარდა. შესაბამისად, საქართველოს ყავის იმპორტი გაუძვირდა, რაც გლობალური ტენდენციით შეიძლება აიხსნას. მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების და კლიმატური პირობების გავლენით, მსოფლიოში ყავის ფასი გაზრდილია, მათ შორის, რობუსტას ჯიშის ყავა 45-წლიან მაქსიმუმამდე გაძვირდა.
რაც შეეხება საიმპორტო პარტნიორებს, საქართველო განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მოხალული და მოუხალავი ყავას შემდეგი 5 ქვეყნისგან იყიდა:
• ინდონეზია - $3.7 მლნ/1,209.30 ტონა;
• ვიეტნამი - $2.4 მლნ /824.98 ტონა;
• რუსეთი - $1.9 მლნ/328.72 ტონა;
• იტალია - $1.6 მლნ/124.85 ტონა;
• გერმანია - $1.2 მლნ/162.12 ტონა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოში რეკორდული, 31.3 მილიონი დოლარის ღირებულების ყავა შემოვიდა, რაც წლიურად 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იყო.
წყარო:https://bm.ge/
დღეს აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალურად დატოვებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აშშ-ის 2024-2025 წლებში ორგანიზაციაში შესატანი 260 მილიონი დოლარი ჯერჯერობით არ გადაუხდია.
აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, აშშ-მა ორგანიზაციის დატოვებამდე ყველა გადაუხდელი დავალიანება უნდა დაფაროს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის მიერ ორგანიზაციის დატოვების საკითხს ჯანმოს აღმასრულებელი საბჭო თებერვალში განიხილავს.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი გასულ წელს, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს მოაწერა.