USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
თბილისი
წელს, უცხოელი ვიზიტორების დანახარჯები ₾11.3 მილიარდამდე გაიზარდა
თარიღი:  520

საქართველოში უცხოელი ვიზიტორების დანახარჯები მზარდია. საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 11.3 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 11%-ით აჭარბებს.

უცხოელი ვიზიტორების დანახარჯები განსაკუთრებით მაღალი იყო III კვარტალში და 5.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 18.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ამასთან, კვარტალის ჭრილში რეკორდულ შედეგს წარმოადგენს.

უფრო დეტალურად, კვარტალების მიხედვით, არარეზიდენტი ვიზიტორების დანახარჯები ასე ნაწილდება:

  • I კვარტალი - ჯამური დანახარჯი ₾2.2 მლრდ/საშუალოთვიური დანახარჯი ₾721.1 მლნ;
  • II კვარტალი - ჯამური დანახარჯი ₾3.4 მლრდ/საშუალოთვიური დანახარჯი ₾1.12 მლრდ;
  • III კვარტალი - ჯამური დანახარჯი ₾5.7 მლრდ/საშუალოთვიური დანახარჯი ₾1.9 მლრდ.

შეგახსენებთ, 2023 წელს საქართველომ ვიზიტორებისგან 12.9 მილიარდ ლარამდე შემოსავალი მიიღო, რაც 20.5%-ით აჭარბებდა 2022 წლის მაჩვენებელს.

მიმდინარე წელს მთავრობა ტურიზმიდან 4.5 მლრდ აშშ დოლარის მიღებას ელის.

მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის