USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
თბილისი
„წელს, როგორც მოსავლიანობის, ასევე ხარისხის თვალსაზრისით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს", - ოთარ შამუგია
თარიღი:  768
„წელს, როგორც მოსავლიანობის, ასევე ხარისხის თვალსაზრისით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს", - ოთარ შამუგიამ კახეთში მარცვლეულის საშრობი მეურნეობა დაათვალიერა
 
 ფერმერ ნუგზარ ალუღიშვილის მარცვლეულის საშრობი მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დაათვალიერეს. ფერმერმა 3300 ტონა წარმადობის მქონე ინფრასტრუქტურის შექმნისათვის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა; სესხის თანხა 900,000 ლარს აჭარბებს.
 
 „სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მხარში დავუდგეთ ჩვენს ფერმერებს. 300-ზე მეტი შემნახველი მეურნეობა დავაფინანსეთ - მოხდა განახლებაც და ახალი მეურნეობების მშენებლობაც. ფერმერებს, პირველადი პროდუქციის მოყვანის პროცესშიც ვეხმარებით. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით, საბრუნავი სახსრებისთვის, ბანკებიდან საჭირო თანხის აღებას 9 %-ის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთით ვუფინანსებთ. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. ასევე, დაზღვევის კუთხით გავზარდეთ ფართობები და მარცვლეულის მწარმოებელ ფერმერს 100 ჰა-მდე ფართობის დაზღვევა შეუძლია. ყველა ეს მხარდაჭერა ემსახურება მიზანს, რომ ხორბლის მწარმოებლებს ჰქონდეთ საშუალება, გაზარდონ საჰექტარო მოსავლიანობა, რაც პირდაპირ აისახება თვითღირებულებაზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უმნიშვნელოვანესია გაიზარდოს ხარისხი. წელს, როგორც მოსავლიანობის, ასევე ხარისხის თვალსაზრისით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
 
 აღსანიშნავია, რომ მოსავლის აღების პროცესში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ მობილიზებულია მოსავლის ამღები ტექნიკა, მათ შორის, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 30 ერთეული კომბაინი.
 
 შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 2024 წლის 12 ივლისის მდგომარეობით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის 16 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 419 შეღავათიანი სესხია გაცემული.
 
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამით 52 ბენეფიციარს დაუფინანსდა 53 კომბაინის შეძენა, სახელმწიფო თანადაფინანსება 7,4 მლნ ლარია.
 
მარცვლეულის შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით 29,2 მილიონი ლარის 353 სესხია გაცემული, მათ შორის კახეთის რეგიონში 19 მლნ ლარის ღირებულების 313 სესხი.
 
 
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის