USD 2.6938
EUR 3.1679
RUB 3.5984
თბილისი
წელს I კლასში დარეგისტრირდებიან ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ
თარიღი:  228

2026-2027 სასწავლო წლისთვის, საგამონაკლისო წესით პირველ კლასში ის ბავშვები შეძლებენ მისვლას, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. ასეთია მთავრობის გადაწყვეტილება, რომელსაც ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში გადაწყვეტილი ჰქონდა სკოლაში პირველ კლასში რეგისტრაცია მხოლოდ იმ ბავშვებს შესძლებოდათ, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდებოდათ. როგორც განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ერთჯერადად გადაიფიქრა.

"ყველასთვის ცნობილია, რომ დავიწყეთ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა. მათ შორის ერთ-ერთი ინიციატივა შეეხება სასკოლო ასაკს, კერძოდ იმას რომ რეფორმის ფარგლებში, ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი.

ბოლო პერიოდში აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებაში განხილვის საგნად იქცა, მქონდა აქტიური დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით. რეგიონებში პირადად შევხვდი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს მათ შორის მშობლებს. ამასთან ვეცნობოდით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, არაერთ მომართვას და განცხადებას. ამ ყველაფრის შემდეგ საბოლოოდ შევჯერდით და გაცნობებთ:

პრემიერთან კონსულტაციის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების საშუალება მიეცემათ ბავშვებს რომელთანაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების აზრის მოსმენა", - განაცხადა მიქანაძემ.

მსოფლიო
ირანი - ის ქვეყნები, რომლებსაც მტერი ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, ნავთობის წარმოებას უნდა დაემშვიდობონ

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური ქვეყნის სამხრეთელ მეზობლებს აფრთხილებს, რომ თუ მათ ტერიტორიას ან ობიექტებს მტერი ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, ისინი „ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ნავთობის წარმოებას უნდა დაემშვიდობონ“, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სამხედრო მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ ირანის „სამიზნეების სია“ გაფართოვდა და ის არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს მოიცავს, არამედ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, კატარსა და ბაჰრეინში, მდებარე ნავთობის მსხვილ საბადოებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსაც.

ირანული მედია წერს, რომ სპარსეთის ყურის ზოგიერთმა ქვეყანამ ადრე „ირანის მტრებს მათი ტერიტორიის გამოყენების უფლება მისცა“ და თუ ისინი იგივეს ახლაც გააკეთებენ, მათი „ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა სერიოზული რისკის ქვეშ აღმოჩნდება“.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის