USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
წავკისში, გ. სააკაძის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს
თარიღი:  536
მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე წავკისში, გ. სააკაძის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოებს გაეცნო.
 
„ჩვენ, მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განვაგრძობთ. მიმდინარე წელს უშუალოდ წავკისში სამ ქუჩას ჩაუტარდა რეაბილიტაცია და სააკაძის ქუჩის რეაბილიტაციაც მალე დასრულდება. აქ, უხვი ნალექის პერიოდში ნამდვილად რთული იყო გადაადგილება და ადგილობრივ მცხოვრებლებს დისკომფორტი ექმნებოდათ, თუმცა, ეს პრობლემა მათ სულ მალე მოუგვარდებათ“- განაცხადა დავით კირკიტაძემ.
 
ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მეორე ფენა ასფალტის დაგება მიმდინარეობს, რომელიც სულ 4000 კვ. მ. ფართობზე დაიგება. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე კი, კომპანია „ჯივიპიმ“ შიდა კომუნიკაციები მოაწესრიგა.
 
სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია შპს „პარმა“ ასრულებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 395 000 ლარია გამოყოფილი.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის