ავტორი ს.ხაჟომია
Covid-19-ის პანდემია 2019 წელს ჩინეთში დაიწყო და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მალევე გავრცელდა. მან დიდი გავლენა იქონია ყველა სფეროზე. პანდემიის პერიოდში შეიძლება გამოვარჩიოთ ქვეყნები იმ მხრივ, თუ ვინ დაძლია კორონავირუსი კარგად და ვინ აღმოჩნდა იმ სიაში, ვინც დროულად ვერ მიიღო საჭირო ზომები. ზოგიერთი ქვეყანა უფრო კარგად გაუმკლავდა პანდემიისგან გამოწვეულ რთულ პერიოდს, ვიდრე დანარჩენები.
ქვეყნები, რომლებიც კარგად გაუმკლავდნენ Covid-19-ის პანდემიას
ტანზანია
ტანზანია ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით. ის ძალიან სწრაფი აღმოჩნდა ვირუსთან გამკლავებაში. 2020 წლის თებერვალი-აპრილის შუალედში ტანზანიის მთავრობამ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი შეზღუდვები გამოიყენა, რომ კორონავირუსის გავრცელება შეეჩერებინა, მათ შორის იყო სოციალური დისტანცია და ნიღბების სავალდებულო გამოყენება.
ამ მიმართულებით, ზოგიერთი წარმატებული ქვეყნის მსგავსად, ტანზანიაში არ გამოცხადებულა ლოქდაუნი, რადგან მთავრობის რჩევა იყო, რომ ის შეამცირებდა ჯანდაცვის სერვისებზე საჯარო წვდომას, განსაკუთრებით, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, როგორიცაა ტუბერკულოზი და შიდსი, ამ ქვეყანაში ორივე გავრცელებული დაავადებაა.
ასევე, მთავრობას მიაჩნდა, რომ ლოქდაუნის დაწესება აისახებოდა ეკონომიკაზე და მოქალაქეებს ხელს შეუშლიდა მუშაობაში, რაც საკვებსა თუ ჯანმრთელობაზე გავლენას მოახდენდა. 2021 წლის ივნისში, ერთი წლის შემდეგ, ტანზანიამ გამოააშკარავა კორონავირუსის შემთხვევები, ინფექციის მესამე ტალღის დაწყებისას თითქმის აღარც იყო კორონავირუსი და მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 100 შემთხვევა ფიქსირდებოდა.
ახალი ზელანდია
შემდეგი ქვეყანა არის ახალი ზელანდია, რომელსაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი დრო არ დაუხარჯავს. 2020 წლის 28 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანმრთელობის ეროვნული საკოორდინაციო ცენტრი (NHCC) შექმნა, ის პანდემიაზე მუდმივ გავლენას ახდენდა. ახალი ზელანდიის დაცვის პირველი ბარიერი ის იყო, რომ ინფექციური და საგრძნობი დაავადებების შესახებ ბრძანების თანახმად, სამედიცინო პრაქტიკოსებს უნდა ეცნობებინათ საეჭვო შემთხვევების შესახებ, რაც ჯანმრთელობასთან იყო კავშირში.
საზღვარგარეთ და სხვა ქვეყნებში მოგზაურობის შეზღუდვები ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში დაწესდა, ხოლო 2020 წლის 23 მარტს ახალმა ზელანდიამ მიმართა პანდემიის აღმოფხვრის სტრატეგიას. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც არასდროს განუცდია დიდი პანდემია.
ნოემბერში, მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ სტუდენტს დაუდასტურდა კორონავირუსი, ჯანდაცვის წარმომადგენლებმა მომუშავე ადამიანებს მოუწოდა, რომ სახლში დარჩენილიყვნენ. შესაბამისად ის იმ ქვეყნების რიგს განეკუთვნება, რომლებიც კარგად გაუმკლავდნენ პანდემიას.
სინგაპური
სინგაპურში Covid-19-ის გავლენა შემსუბუქდა დროული რეაგირებისა და კორონავირუსზე ტესტირების სწრაფად დაწყების გამო. ასევე, ვირუსის ხელყოფას ხელი შეუწყო შედარებით მცირე მოსახლეობამ. ჩინეთში დაავადების პირველივე აფეთქებისთანავე მთავრობამ სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა და საზოგადოებასაც ნათლად აუხსნა სიტუაციის არსი. ბევრი ვერ ხსნიდა, თუ რატომ იყო სინაპურში სიკვდილიანობის დონე ასე დაბალი. ინფექციონისტი სპეციალისტების აზრით, ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობის საშუალო ასაკი იყო, რადგან კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა, ძირითადად, ახალგაზრდებზე მოდიოდა.
ლოქდაუნის საწყის პერიოდში, სინგაპურის კორონავირუსის შემთხვევათა 90%-ზე მეტი უცხოელი მუშაკები იყვნენ დაბალი ანაზღაურებით, რომლებიც საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ.
მთავრობის განცხადების თანახმად, 7 წელს ზემოთ მოსწავლეებს უნდა ეტარებინათ სპეციალური მოწყობილობა 2020 წლის დეკემბრიდან, რომ კორონავირუსის შემთხვევების გადაცემა შეზღუდულიყო ოჯახის ასაკოვანი წევრებისთვის. ამ ყოველივედან გამომდინარე, სინგაპური კარგად გაუმკლავდა პანდემიას და ნაკლები მსხვერპლით გამოვიდა.
ფოტო: მარიამ ყანჩაველი
ქვეყნები, რომლებიც კორონავირუსს ვერ გაუმკლავდნენ
ამერიკის შეერთებული შტატები
ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვერ გაუმკლავდა ამერიკა კორონავირუსის პანდემიას არის ის, რომ დონალდ ტრამპმა პანდემიის დასაწყისში უარი თქვა მოქმედების სწრაფად დაწყებაზე და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევები ნაკლებად გაითვალისწინა. მიუხედავად იმისა, რომ კვლევამ აჩვენა ჰიდროქსიქლოროქინი არაეფექტური იყო სამკურნალოდ, აშშ-ში მაინც შეუწყვეს ხელი მისით მკურნალობას, როგორც ვირუსის განკურნების გზას. ასევე ნიღბებს აქტიურად არ იყენებდნენ. ტრამპის ადმინისტრაცია ხშირად ადანაშაულებდა ტესტირების მასშტაბებს მაღალი ციფრების გამო.
ბაიდენმა მისი პრეზიდენტობის პირველივე დღესვე ხელი მოაწერა ნიღბების ტარების შესაძებ სავალდებულო ბრძანებას, თვითმფრინავით, მატარებლით თუ ავტობუსით მგზავრობის დროსაც აუცილებელი გახადა. ამასთან ერთად, არსებობს ოფიციალური მკვლევარი კორონავირუსის ჯანმრთელობის ზომების დაცვასთან დაკავშირებით. ზოგიერთი ლიდერი სკეპტიკურად არის განწყობილი ამ მითითებების მიმართ. ზოგიერთი შტატის გუბერნატორებმა პირდაპირ თქვეს, რომ ისინი არ შეასრულებდნენ მითითებებს, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფრო მკაცრი ზომების დანერგვასთანაა კავშირში, მიუხედავად იმისა, რომ მათ შტატებში Covid-19-ის შემთხვევები იზრდება.
ბრაზილია
მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიაში დაღუპულთა ერთ-ერთი ყველაზე მაჩვენებლია, ჯერ კიდევ არ ყოფილა საერთაშორისო ლოქდაუნი. შტატებმა და ქალაქებმა საკუთარი ზომები მიიღეს, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ლოქდაუნის საწინააღმდეგო აქციებსაც კი შეუერთდა დედაქალაქში. მთავრობამ სამედიცინო რჩევები დააიგნორა. მასიური ტესტირების დაწყებამ დაიგვიანა და ასევე არც კონტაქტებს არ იკვლევდნენ.
მდიდარ მოქალაქეებთან შედარებით, ღარიბი ბრაზილიელებს ნაკლებად აქვთ ჯანმრთელობის დაზღვევა და სამედიცინო მომსახურებასაც ხშირად ვერ იყენებენ, მიუხედავად საჭიროებისა. სწორედ ამან გამოიწვია ბრაზილიის უღარიბესი თემების უზარმაზარი ნაწილის ვირუსით დაინფიცირება.
თავდაპირველად, ბევრისთვის კორონავირუსის ვაქცინები იმედის მომცემი იყო, თუმცა მათზე გავლენა იქონია პრეზიდენტის აზრმა, რომ ზოგიერთი ვაქცინა, მათ შორის “კორონავაკი” არასანდოა მისი წარმოშობის გამო. ამის საპასუხოდ, ჩინეთმა ვაქცინების აქტიური მიწოდება ბრაზილისთვის შეაფერხა, რის გამოც წარმოება შეჩერდა. ლიდერებისგან მინიმალური მხარდაჭერის შემდეგ, 2021 წლის იანვარში ათასობით ბრაზილიელი გამოვიდა მანქანებით ქუჩებში ბოლსონაროს გადადგომის მოთხოვნით.
ინდოეთი
კორონავირუსთან გამკლავების მხრივ, სხვა წარუმატებელ ქვეყნებთან შედარებით, ინდოეთი თავდაპირველად კარგად აკონტროლებდა სიტუაციას. მას შემდეგ, რაც შემთხვევები გაიზარდა ქვეყანაში, მთავრობამ მკაცრი ლოქდაუნი დააწესა, რომელიც იწყებოდა 24 მარტს და გრძელდებოდა 31 მაისამდე.
ინდოეთის მოსახლეობა არ იყო იმისთვის მზად, რომ მოულოდნელად გამოცხადებულ ლოქდაუნს გამკლავებოდა, შესაბამისად მან მილიონობით დაბალი შემოსავლის მქონე მომუშავე მიგრანტებზე იქონია გავლენა, რომლებიც ქალაქებში უკეთესი ცხოვრების საძებნელად იყვნენ. პანდემიის პეროდში მათ დანაზოგი და მთავრობის მცირე დახმარებაც კი არ ჰქონიათ. შესაბამისად, ისინი დადგნენ შიმშილისა და ავადმყოფობის პირისპირ. საავადმყოფოები არ იყვნენ მზად ეპიდემიის პრობლემის მოსაგვარებლად. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვირუსმა ინდოეთის ღრმა სოფლებშიც მიაღწია და ბევრი ადამიანი გარდაიცვალა. ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვირუსის გავრცელების შეჩერებაში, თუმცა ინდოეთში მცირე რაოდენობაა ხალხის, ვინც აიცრა.
ინდოეთი პანდემიის წინაშე ნაკლები დაფინანსებითა და მცირე რაოდენობის საავადმყოფოებით აღმოჩნდა. ცოტა ხნის წინ ინდოეთში, Covid-19-ის შემთხვევები და სიკვდილიანობა მასიურად გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო საყოველთაო შეკრებებით საზოგადოებრიც ფესტივალებსა და საარჩევნო შეხვედრებზე. მეორე ტალღის დროს გადაივსო საავადმყოფოები, ჟანგბადისა და სხვა სამედიცინო მასალის დეფიციტი შეიქმნა.
ფოტო: მარიამ ყანჩაველი