USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
წამყვანი ამერიკული გამოცემა Fox news-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ინტერვიუს აქვეყნებს
თარიღი:  7107

წამყვანი ამერიკული გამოცემა Fox news-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ინტერვიუს აქვეყნებს. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის და სიკვდილიანობის მატების ფონზე, პოსტ-საბჭოთა ქვეყანა -საქართველო ახერხებს საოცარი შედეგის ჩვენებას- ქვეყანაში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა კორონავირუსით გამოწვეული ლეტალური შედეგი.

გიორგი გახარია საუბრობს იმ ღონისძიებებზე, რომელიც ქვეყანამ დროულად გაატარა და რამაც შესაძლებელი გახადა პანდემიასთან ბრძოლის წარმატებული მაგალითის ჩვენება. 

საქართველოს პრემიერ- მინისტრი პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რომელიც მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე გაატარა. ესაა მაღალი რისკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის ადრეულ ეტაპზე აკრძალვა, უცხოეთიდან შემოსული მგზავრების საკარანტინე სივრცეებში განთავსება, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია და  თვით-იზოლაციისაკენ მოწოდება, სასწავლო პროცესის შეწყვეტა მარტის შუა რიცხვებში, საზოგადოებრივი თავყრილობების აკრძალვა და საგანგებო მდგომარეობის შემოღება. 

"ჩვენ პირველი საგანგაშო ნიშნების გამოჩენისთანავე დავიწყეთ მოქმედება. 22 იანვარს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გააფრთხილა ჩვენი მოქალაქეები და მოუწოდა მათ, თავი შეეკავებინათ უჰანში მოგზაურობისაგან. ხოლო რამდენიმე დღეში, როდესაც სიტუაცია ჩინეთში დამძიმდა, დავიწყეთ ჩინეთიდან შემოსული ყველა მგზავრის შემოწმება."

იმის მიუხედავად, რომ ეპიდ სიტუაცია ქვეყანაში კონტროლის ქვეშაა, პრემიერ- მინისტრის განცხადებით, დასასრული ჯერ კიდევ შორსაა.

"იმის თქმა, რომ გავრცელება შევაჩერეთ, ჯერ ადრეა. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გავრცელების ტემპი შეგვენელებინა, თუმცა გვიწევს სიფრთხილის გამოჩენა, რათა ზედმეტი შეზღუდვები არ დავაწესოთ. "

სტატიაში აღნიშნულია, რომ სიკვდილიანობის ნულოვანი მაჩვენებლის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკას მძიმე დატყმა მიადგა. 

"კოვიდ-19-ი დატოვებს უზარმაზარ კვალს ჩვენს ყოველდღიურობაზე და სოციალურ ქცევაზე. უდავოა, რომ უკიდურესად უარყოფით გავლენას მოახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე- ბაზრის ქცევა ამაზე უკვე აშკარად მიუთითებს. რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებები გავლენას მოახდებს ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგან შეჩერებულია ყველა ბიზნესი, რომელიც ძირითად საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებებს არ უკავშირდება. "

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მთავრობამ უკვე შეიმუშავა  ეკონომიკური დახმარების ადრეული პაკეტი, სადაც ასობით მილიონი დოლარი გათვალისწინებულია  ბიზნესის დასახმარებლად. 

სტატიაში ხაზგასმულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა. მაშინ, როდესაც საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში- თურქეთში, რუსეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ინფიცირების 23 500 და გარდაცვალების 372 შემთხვევაა, საქართველოში კოვიდ-19 -ის 156 შემთხვევა და სიკვდილიანობის ნულოვანი მაჩვენებელია. 

 

წყარო: Foxnews.com

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის