USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი, ბორჯომში მომხდარ მკვლელობაზეა ბრალდებულია
дата:  1052

ბორჯომში გუშინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რომელიც სამართალდამცავებმა დააკავეს, ბერ-მონაზონია.

სამართალდამცველებმა დაკითხვის შემდეგ ბერ-მონაზონი ანტონ მაისურაძე დააკავეს.

„მოკლულ ლევან ნამგალაძეს და ბრალდებულს ერთმანეთთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახლობლობდნენ და ხშირად სხვადასხვა ადგილზე ერთადაც ჩნდებოდნენ. მკვლელობის ღამეს არანაირ „გარჩევებს“ და კრიმინალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. გვიან ღამემდე ახლობლები ლიკანში იმყოფებოდნენ ლევან ნამგალაძესთან სუფრასთან, საკმაოდ გვიან დაიშალნენ. ამბობენ, რომ იმ ღამით ნამგალაძეს და ბერ-მონაზონს რამდენჯერმე ჰქონდათ სატელეფონო საუბარი და კამათი მოუვიდათ, ამის შემდეგ ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე შეხვდნენ ერთმანეთს ანტონ მაისურაძე და ლევან ნამგალაძე. მათ ერთმანეთში მოუვიდათ კონფლიქტი, როგორც ვიცით, ლევანმაც ისროლა, თუმცა, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა და ამის შემდეგ მას მიაყენა ბრალდებულმა სხეულზე დაზიანებები, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. როგორც ვიცით, არტერია ჰქონდა დაზიანებული და საავადმყოფოში მიყვანამდე დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა“, - აცხადებს ერთ-ერთი წყარო.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ბერ-მონაზონი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე იმყოფებოდა.

„საქმის დეტალები არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ დაკითხვაზე იყო აღნიშნული პირი დაბარებული, ისტორია რით გრძელდება, ეს არ ვიცი. დაკითხვაზე ნამდვილად იყო დაბარებული მკვლელობასთან დაკავშირებით. დეტალებს ალბათ, მოგვიანებით გავიგებთ. ის არ არის მღვდელი, მე რამდენადაც ვიცი, ბერ-მონაზონია. ჩემი ინფორმაციით, წალკაში მსახურობდა. არ ვიცი რა კავშირი ჰქონდა მას გარდაცვლილთან. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს განცხადება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამასთან, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულსა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლ.ნ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ლ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ა.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია „АК 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати