USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის, უფასო IT სკოლა გაიხსნა
Date:  758

“ლელოს” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის დაფინანსებით, წალენჯიხაში ნიკა კვარაცხელიას სახელობის უფასო IT სკოლა - აკადემია გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სკოლაში სასწავლო კურსზე ჯამში 300 ადამიანი დარეგისტრირდა, მათგან კი 90 შეირჩა, რომლებიც 2.5 თვიან სასწავლო კურსს უფასოდ გაივლიან.

“დღეს მსოფლიოში ამ სპეციალობაზე კერძოდ, IT დეველოპერების დეფიციტია. დაახლოებით 4.5 მლნ ადამიანია, რომელიც დღეს მსოფლიო ბაზარს სჭირდება. დარწმუნებული ვარ, მარგალიტებს აღმოვაჩენთ. წალენჯიხელ ახალგაზრდებს აიტი აკადემია მისცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყნის დატოვების გარეშე აქ შექმნან თავიანთი მომავალი", - განაცხადა გახსნაზე მამუკა ხაზარაძემ.

როგორც ცნობილია, 2.5 - თვიანი კურსი პირველი ნაწილია, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვა ეტაპები, რომელიც ასევე უფასო იქნება.

აკადემიის გახსნას წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და თბილისიდან ჩასული სტუმრები ესწრებოდნენ.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way