USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
“ტრამპსა და ზელენსკის შორის ძალიან პროდუქტიული საუბარი შედგა” - თეთრი სახლი
თარიღი:  1023

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს დილით, რომში პირველი შეხვედრა გამართეს მას შემდეგ, რაც თებერვალში თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენცია კამათის ფონზე შეწყდა.

თეთრმა სახლმა პრეზიდენტებს შორის გამართულ შეხვედრას “ძალიან პროდუქტიული საუბარი” უწოდა - წერს Politico.

ტრამპი და ზელენსკი რომში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალზე იმყოფებიან. შეხვედრა ცერემონიალის დაწყებამდე გაიმართა.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა სტივენ ჩენგმა აღნიშნა, შეხვედრა დახურული ფორმატის იყო და მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი. როგორც ცნობილია, ორი ლიდერი მოგვიანებით შეხვედრაზეც შეთანხმდა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის