USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
ტრამპმა ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა. ვინ არის იგი? - გიორგი კობერიძე
თარიღი:  1097
ვენსი ახლა მოქმედი სენატორია ოჰაიოს შტატიდან. პერსონალურად მასზე იმის თქმა შეიძლება, რომ ბავშვობაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. შემდგომ სამხედრო გახდა და ერაყში მსახურობდა ბოლოს კი რესპუბლიკური პარტიის იმ ფრთაშია მოაზრებული, რომელიც ახალ რესპუბლიკელებს ან ტრამპისტებს უწოდებენ.
 
მნიშვნელოვანია რამდენიმე ასპექტი მისი შეხედულებიდან. ვენსი ე.წ. ნეორეაქციონერი პოლიტიკოსია. ნეორეაქციონიზმი არცთუ ბუნდოვანი ფილოსოფია და ძალიან მარტივ კონცეფციაზეა აგებული: დემოკრატია კარგია არაა, ადამიანთა შორის თანასწორობა არაბუნებრივია და განმანათლებლობის ეპოქამ ბევრი პრობლემა მოიტანა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ: თუკი არსებობს გავრცელებული რწმენა, რომ ისტორია პროგრესული ცვლილებების ჯამია და ყოველი მომდევნო საუკუნე შეიძლება იყოს უკეთესი ვიდრე წინა - ამას რეაქციონერები უარყოფენ და ამბობენ, რომ შუა საუკუნეებიდან გამოსვლა და უახლეს ეპოქასთან მოახლოება ტრადიციონალიზმის რღვევა და ადამიანისათვის იმ როლების დაკარგვის შედეგი იყო, რომელიც ბუნებრივად ჰქონდათ მინიჭებული. ანუ განმანათლებლობის ეპოქა და ფეოდალიზმის დამხობა აპრიორი რამდენად კარგი მოვლენა იყო მათთვის სადავოა.
 
ამ გაგებით რეაქციონერები მონარქიის დამცველები და სეკულარიზმის მოწინააღმდეგეები არიან. ცხადია აშშ-ს ნეორეაქციონისტები განსხვავდებიან სხვა რეაქციონისტებისაგან. მათთვის მონარქია ვერ იქნება მისაღები, მაგრამ ტრადიციული ტიპის ბატონობა და როლების წინასწარ გადანაწილება მისაღებია.
 
ჩვეულებრივ კონსერვატიზმში არსებობს სივრცე პოლიტიკური წინამძღოლობისა, რა დროსაც მიჩნეულია, რომ პოლიტიკურმა ელიტამ საზოგადოების დანარჩენი ნაწილის პროგრესი უნდა ითავოს. ასეთი ტიპის კონსერვატორები პროგრესს ცხადია არ გამორიცხავენ, უბრალოდ მეტი დაკვირვებითა და სიფრთხილით ახორციელებენ მას. ამის საპირისპიროდ, რეაქციონერი კონსერვატორები ამ შეხედულებას უარყოფენ ან უკიდურეს პოლარებში აქცევენ და ამბობენ, რომ საზოგადოებრივი ნორმები და როლები ყველაფრის ფასად უნდა იყოს შენარჩუნებული და აღდგენილი და თანამედროვე პროგრესი, თავისუფლება და ადამიანებისათვის დემოკრატიული უფლებების მინიჭება და თავისი მომავლის განკარგვა, გონივრული არ არის. საინტერესოა, რომ ტრამპს აქვს პოლიტიკური პროექტი Project 2025, რომელიც მოიაზრებს სახელმწიფო თანამდებობების პარტიულ-იდეოლოგიური ნიშნით ჩანაცვლებას. ანუ სახელმწიფოს ინსტიტუციების მიტაცებას. პრაქტიკაში ამის განხორციელება და დემოკრატიული ინსტიტუციების ნგრევა ძალიან რთული იქნება, მით უფრო 4 წლის განმავლობაში, მაგრამ გეგმა არსებობს, რომლიდანაც დისტანცირებას ტრამპი კი ცდილობს, მაგრამ წარუმატებლად.
 
მაგრამ ნეორეაქციონერები მხოლოდ შიდა პოლიტიკაზე არ არიან ორიენტირებულნი. ჩვენთვის კარგად ნაცნობია გავლენის სფეროების ცნება, სადაც რამდენიმე სახელმწიფო დეფაქტოდ აკონტროლებს სხვა სახელმწიფოებს და ახდენს ღია ჩარევა/ზეგავლენას სხვებზე (პატარა სახელმწიფოების). ამ შემთხვევაში პატარა სახელმწიფოების სუვერენიტეტი მეორე პლანზე გადადის ან სრულად უგულებელყოფილია. აღნიშნული კონცეფცია მისაღებია ვენსის მსგავსი პოლიტიკოსებისათვის, რომელმაც წინასწარ დააანონსა, რომ აშშ ყველას არ უნდა მიეხმაროს და აირჩიოს ის წერტილები, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია - ტაივანი და ისრაელი - ხოლო დანარჩენის გადანაწილება, დათმობების ხარჯზე უნდა მოხდეს. მეტიც, ვენსის პოლიტიკური კარიერის ტრამპლინი სწორედ უკრაინის კრიტიკა იყო. იგი ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა ფინანსურ დახმარებას კიევისათვის.
 
ვენსი ახალი ტიპის რესპუბლიკელია. ის ერთის მხრივ რესპუბლიკური პარტიის უკიდურეს მარჯვენა მხარეს იმყოფება, მაგრამ მეორეს მხრივ სწორედ ტრამპის თაობის პოლიტიკოსია და მისი ერთგული.
 
ტრამპის მხრიდან ვენსის არჩევა ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალზეც მიუთითებს: პარტია აღარაა ძველი კონსერვატორების გამოხატულება - რეიგანისა და უფროსი ბუშის თაობის - არამედ იქცა ტრამპის ახალი ტიპის რესპუბლიკელებისა. მისი ამომრჩეველიც შეიცვალა - თუკი წინათ მეტწილად მისი მხარდამჭერი საშუალო და მაღალი კლასი იყო ახლა ეს ასე აღარაა.
 
ცხადია, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში არავინ იცის როგორი იქნება მისი პოლიტიკა, რადგან იგი ძალიან არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსია და შეიძლება სრულიად სხვა რეალობაც მივიღოთ გინდა უკრაინასთან და გინდა საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ ის ნამდვილად ფაქტია, რომ ამ ეტაპზე ტრამპის პოტენციური პრეზიდენტობა შესაძლოა სწორედ გავლენის სფეროებად ჩამოყალიბების წინაპირობა გახდეს, რაც აშშ-ს ჰეგემონიის დათმობად დაუჯდება, ხოლო ევროპა დარჩება მარტო. ეს კი შესაძლებლობებსაც შექმნის და დიდ გამოწვევებსაც.
ვნახოთ. როგორც ბოლტონი ამბობდა, ტრამპი ყოველ მეორე დღეს რომ იღვიძებდა სხვადასხვა შეხედულება ჰქონდა საგარეო პოლიტიკაზეო. ამასთან, რა-რა და ტრამპი პერსონალურად ყველაფრის გამოხატულებაა ნეორეაქციონიზმის გარდა. ასე რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაშიც კი მისი პოლიტიკის წინასწარ განსაზღვრა რთული იქნება.
 
მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის