USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
ტრამპმა სკოლებში ხელოვნური ინტელექტის როლის გაძლიერების ბრძანებას ხელი მოაწერა
Date:  754

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც სკოლის მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ისწავლიან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ეს დიდი საქმეა“, - თქვა ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერისას. „ჩვენ ხელოვნური ინტელექტში ტრილიონობით დოლარის ინვესტიციას ჩავდებთ“, - დასძინა მან.

როგორც თეთრი სახლის მდივანმა, უილ შარფმა ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბრძანების თანახმად, სასწავლო დაწესებულებები ბავშვებს ხელოვნური ინტელექტის პრინციპებს ასწავლიან, რათა ისინი მომავალში ეკონომიკის სფეროში მეტად კონკურენტუნარიანი გახდნენ, რადგან ის სულ უფრო დომინანტური ხდება.

„დღეს ვიღაცა ჭკვიანმა კაცმა თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტი არის მომავლის გზა. ეს სიმართლეა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ უსათუოდ, ძალიან ჭკვიანი ადამიანები მასში ინვესტიციებს დებენ“, - თქვა ტრამპმა.

society
ნაძალადევის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების შერჩევა იწყება
ნაძალადევის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების შერჩევა იწყება
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაცია ხვალიდან, 28 ოქტომბრიდან დაიწყება და 11 ნოემბრამდე გაგრძელდება. განცხადებისა და მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენის შემდეგ, შერჩეულ მოქალაქეებთან გასაუბრება ჩატარდება.
საბჭოს წევრი შეიძლება გახდეს ნაძალადევის რაიონში მცხოვრები (რეგისტრირებული) 18 წლის მოქალაქე, რომელსაც ამ რაიონის მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ნაძალადევის რაიონის გამგებლის ბრძანებით შექმნილი საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც ამავე რაიონში მცხოვრები მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული.
საბჭოს წევრებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ რაიონის, უბნისა და ქალაქის მართვაში. გამგებელთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ რაიონისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში. უზრუნველყონ ნაძალადევის რაიონში მცხოვრებთა ინტერესების დაცვა და მოსახლეობის საჭიროებები გააცნონ გამგეობის ხელმძღვანელობას.
მსურველებს განცხადების შევსება და მხარდამჭერთა ხელმოწერების შემოტანა შეუძლიათ ნაძალადევის რაიონის გამგეობის სერვისცენტრში, მისამართზე - დავით გურამიშვილის 25რ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way