USD 2.7085
EUR 3.1462
RUB 3.3432
Tbilisi
ტრამპმა შესაძლოა, ნიკოლას მადუროსთან, გარკვეული მოლაპარაკებები გამართოს
Date:  78

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან, შესაძლოა, მოლაპარაკებები დაიწყოს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„შესაძლოა, მადუროსთან გარკვეული მოლაპარაკებები გვქონდეს და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა საკითხებზე ისაუბრებს მადუროსთან, რომელსაც აშშ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასთან კავშირში ადანაშაულებს.

ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ გააგრძელებს ზეწოლას მადუროზე.

„შევაჩერებთ ნარკოდილერების და ნარკოტიკების ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

Reuters-ს ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა გასულ კვირას თეთრ სახლში სამი შეხვედრა გამართეს, რათა განეხილათ ვენესუელას წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციების ვარიანტები, მათ შორის ქვეყნის შიგნით სახმელეთო დარტყმები.

Survey
By the way