USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
ტრამპმა ჩინურ საქონელზე ტარიფების შემცირება დააანონსა
Date:  588
ტრამპმა ჩინურ საქონელზე ტარიფების შემცირება დააანონსა, თუმცა არა ნულამდე.
 
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე დაწესებული ტარიფები „მნიშვნელოვნად შემცირდება“, თუმცა ისინი მთლიანად არ გაუქმდება. ტრამპმა აღიარა, რომ მოქმედი 145%-იანი ტარიფები ზედმეტად მაღალია.
 
ეს განცხადება მოჰყვა ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის სიტყვებს, რომელმაც სავაჭრო ომის დეესკალაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. აშშ-ისა და აზიის ბაზრები დადებითად გამოეხმაურნენ ამ განცხადებებს, ხოლო პეკინმა თანაბარ პირობებზე თანამშრომლობისკენ მოუწოდა ვაშინგტონს.
World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way