USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ტრამპმა აშშ-ში ისრაელის მსგავსი “რკი­ნის გუ­მბა­თის“ მშენებლობის ბრძანებას ხელი მოაწერა
дата:  765

„რკინის გუბათის“ სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ტრამპის განცხადებით, აშშ-ში „რკინის გუბათის“ მშენებლობის დაწყების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა და აღნიშნა, რომ პიტ ჰეგსეტი შესანიშნავი თავდაცვის მდივანი იქნება.

„პიტ ჰეგსეტი შესანიშნავი იქნება. მას ძალიან კარგად ვიცნობ და ის შესანიშნავი იქნება. პიტ ჰეგსეტი არის ის, ვინც ჩვენ გვჭირდება, რათა „რკინის გუბათის“ სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა, რომელიც ამერიკელებს დაიცავს, დაუყოვნებლივ დავიწყოთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, მსგავსი თავდაცვის სისტემით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანიც იყო დაინტერესებული, თუმცა მაშინ „აშშ-ს ტექნოლოგია არ ჰქონდა“.

„ჩვენ ახლა ფენომენალური ტექნოლოგია გვაქვს. ამას ისრაელში ხედავთ. ვფიქრობ, აშშ-ს ამის უფლება აქვს და ყველაფერი 100%-ით აშშ-ში დამზადდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати