USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
თბილისი
ტრამპის განცხადებით, ირანზე ისრაელის თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდა
თარიღი:  1345

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან წინასწარ იცოდა, რომ ისრაელი ირანს თავს დაესხმებოდა, თუმცა დასძინა, რომ ამერიკა ამ სამხედრო ოპერაციაში არ მონაწილეობს.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, ის მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს. ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-თან ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს გააგრძელებს.

„ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული ბომბი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკების მაგიდას დავუბრუნდებით. ვნახოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი განცხადებით, სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე მისი ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ერთ-ერთ საკვანძო მოკავშირეს დაუკავშირდა და გააფრთხილა. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყანას დაუკავშირდა მისი ადმინისტრაცია.

ცნობისთვის, ისრაელმა გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ლომთა ერი“ დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები.

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის