USD 2.7328
EUR 3.1200
RUB 3.4498
Тбилиси
ტრამპის ძალისხმევის მნიშვნელოვანი გამარჯვება - აშშ-ის საელჩო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე
дата:  447

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აშშ-ის შემუშავებული 3-წინადადებიანი რეზოლუციის მიღებას უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით, - სადაც რუსეთი აგრესორად არაა მოხსენიებული, - უწოდებს ამერიკული დიპლომატიისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მნიშვნელოვან გამარჯვებას.

„აშშ-ის რეზოლუციის მიღება გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის დიპლომატიისა და პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპის ძალისხმევის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად“, - წერს საელჩო 25 თებერვალს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში.

„ეს ისტორიული გადაწყვეტილება ქმნის პირობებს მშვიდობის დამყარებისა და სისხლისღვრის შეწყვეტისთვის“, - აცხადებს საელჩო.

აშშ-ის საელჩო ასევე მიუთითებს, რომ შეერთებულმა შტატებმა გაეროს შესთავაზა „მარტივი, ისტორიული რეზოლუცია“, რომელიც „ადასტურებს იმას, რაზეც ყველა თანხმდება: რომ კონფლიქტი საშინელებაა, გაერო უნდა გაერთიანდეს მის დასასრულებლად და აჩვენოს, რომ მშვიდობა შესაძლებელია“.

 
Тбилиси
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო
აღნიშნულ მისამართზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა, რაშიც მოსახლეობასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.
 
ამ ეტაპზე, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეზღუდული რჩება როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე, მისამართზე სრულად აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა.
 
სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა.
 
შემთხვევის შედეგად დაზარალებული 34 ოჯახი რაიონის გამგეობამ მყისიერად გადაიყვანა სასტუმროში. მათი ბინის ქირის კომპენსაციასაც გამგეობა უზრუნველყოფს.
 
მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მისამართზე იგეგმება ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რომელიც, ასევე, მიმდებარე N4 და N6 კორპუსებსაც შეეხება.
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати