USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
ტრამპი ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა პუტინს დიქტატორად: ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრა მოუწევთ
თარიღი:  511

ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრა მოუწევთ, - ასე უპასუხ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ვლადიმირ პუტინს დიქტატორად.

კითხვაზე - თქვენ ზელენსკის დიქტატორი უწოდეთ. როგორ ფიქრობთ, პუტინიც დიქტატორია? - დონალდ ტრამპმა უპასუხა:

ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრა მოუწევთ. ჩვენ გვინდა შევაჩეროთ მილიონობით ადამიანის სიკვდილი. მე მინდა ვიხილო ცეცხლის შეწყვეტა და მინდა შეთანხმება შედგეს. ვფიქრობ, გვაქვს შანსი, რომ შეთანხმება შედგეს. ეს არის ომი, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ ეს მოხდა. მსურს მკვლელობის შეჩერება. თქვენ იცით, რომ ეს [ომი] დიდად არ მოქმედებს შეერთებულ შტატებზე, ეს ომი გავლენას ახდენს ევროპაზე.

 

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის