ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრა მოუწევთ, - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ვლადიმირ პუტინს დიქტატორად.
კითხვაზე - თქვენ ზელენსკის დიქტატორი უწოდეთ. როგორ ფიქრობთ, პუტინიც დიქტატორია? - დონალდ ტრამპმა უპასუხა:
ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრა მოუწევთ. ჩვენ გვინდა შევაჩეროთ მილიონობით ადამიანის სიკვდილი. მე მინდა ვიხილო ცეცხლის შეწყვეტა და მინდა შეთანხმება შედგეს. ვფიქრობ, გვაქვს შანსი, რომ შეთანხმება შედგეს. ეს არის ომი, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ ეს მოხდა. მსურს მკვლელობის შეჩერება. თქვენ იცით, რომ ეს [ომი] დიდად არ მოქმედებს შეერთებულ შტატებზე, ეს ომი გავლენას ახდენს ევროპაზე.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.