USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
ტრამპი: ვფიქრობ, დასასრულთან საკმაოდ ახლოს ვართ და უკრაინა ამას უნდა დაეთანხმოს
Date:  1999

დონალდ ტრამპის განცხადებით, რუს კოლეგასთან პარასკევს გამართულ მოლაპარაკებებზე, ის შეთანხმდა, რომ უკრაინაში ომი ტერიტორიების გაცვლით და აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებით დასრულდება.

როდესაც Fox News-ის ჟურნალისტმა, შონ ჰანიტიმ ტრამპს ტერიტორიულ დათმობებსა და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე ჰკითხა, ტრამპმა უპასუხა, რომ ამ საკითხებზე ვლადიმირ პუტინთან შეთანხმებას მიაღწია.

„ჩემი აზრით, ეს ის საკითხებია, რომლებზეც მოლაპარაკებები გვქონდა და რომლებზეც ძირითადად შევთანხმდით“, - განაცხადა მან.

„სინამდვილეში, ვფიქრობ, ბევრ რამეზე შევთანხმდით. გეტყვით, რომ შეხვედრა თბილი იყო“, - აღნიშნა ტრამპმა.

„ვფიქრობ, დასასრულთან საკმაოდ ახლოს ვართ და უკრაინა ამას უნდა დაეთანხმოს“, - დასძინა მან.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way