დონალდ ტრამპის განცხადებით, რუს კოლეგასთან პარასკევს გამართულ მოლაპარაკებებზე, ის შეთანხმდა, რომ უკრაინაში ომი ტერიტორიების გაცვლით და აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებით დასრულდება.
როდესაც Fox News-ის ჟურნალისტმა, შონ ჰანიტიმ ტრამპს ტერიტორიულ დათმობებსა და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე ჰკითხა, ტრამპმა უპასუხა, რომ ამ საკითხებზე ვლადიმირ პუტინთან შეთანხმებას მიაღწია.
„ჩემი აზრით, ეს ის საკითხებია, რომლებზეც მოლაპარაკებები გვქონდა და რომლებზეც ძირითადად შევთანხმდით“, - განაცხადა მან.
„სინამდვილეში, ვფიქრობ, ბევრ რამეზე შევთანხმდით. გეტყვით, რომ შეხვედრა თბილი იყო“, - აღნიშნა ტრამპმა.
„ვფიქრობ, დასასრულთან საკმაოდ ახლოს ვართ და უკრაინა ამას უნდა დაეთანხმოს“, - დასძინა მან.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.