USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
ტრამპი უნგრელებს არჩევნებში ვიქტორ ორბანისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს
Date:  885

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების წინა დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს მხარდაჭერას უცხადებს და უნგრელებს მოუწოდებს ხმა ორბანს მისცენ.

"უნგრეთო: გამოდით და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს. ის ის არის ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებული. მე მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევნებში. ვიქტორ ორბანი არასოდეს გაუცრუებს იმედებს უნგრეთის დიდებულ ხალხს. მე ბოლომდე მის გვერდით ვარ"- წერს ტრამპი Truth Social-ში და გასული წლის ნოებერში ვაშინგტონში ვიზიტისას ორბანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ეს აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ორბანის მხარდაჭერის პირველი შემთხვევა არ არის. მიმდინარე კვირაში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ვიზიტისას ტრამპმა ორბანის მხარდამჭერებს ტელეფონით მიმართა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ორბანის მხარდასაჭერად ბუდაბეშტში ჩასვლის მიუხედავად, ვენსი ირწმუნება, რომ აშშ უნგრეთის არჩევნებში არ ერევა, სამაგიეროდ ევროკავშირს უნგრეთიდანაც აკრიტიკებს, მათ შორის ბრალი დასდო არჩევნებში ჩარევაში.

„მინდოდა ეს ყველასთვის სიგნალი ყოფილიყო განსაკუთრებით ბრიუსელში მყოფი ბიუროკრატებისთვის, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს უნგრეთის ხალხის დასათრგუნად, რადგან არ მოსწონთ ლიდერი, რომელიც რეალურად უნგრელ ხალხს იცავდა“, - განაცხადა ბუდაპეშტში მყოფმა ვენსმა.

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ბრალდებებს გერმანიის მთავრობამ უპასუხა და უარყო მტკიცება, თითქოს ევროკავშირი უნგრეთის არჩევნებში ერევა. მთავრობის პრესსპიკერის თქმით, ფაქტი, რომ ჯეი დი ვენსი უნგრეთში იმყოფებოდა "უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ ვინ რაში ერევა“.

ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ უნგრეთის არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს. ეს ნიშნავს, რომ 12 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც 2010 წლიდან ხელისუფლებაშია, შესაძლოა, ძალაუფლება დაკარგოს. ორბანს, რომელიც ბრიუსელის მთავარი კრიტიკოსია და ბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ან მხარდაჭერის სანაცვლოდ ევროკავშირისგან გარკვეულ დათმობებს იღებს, კარგი ურთიერთობა აქვს როგორც აშშ-ის, ისე რუსეთის პრეზიდენტებთან.

საერთაშორისო მედიის შეფასებით, 2010 წლიდან მოყოლებული ოთხი არჩევნების შემდეგ, წელს დაგეგმილი არჩევნები ყველაზე დიდი გამოწვევაა უნგრეთის 62 წლის ნაციონალისტი ლიდერის ვიქტორ ორბანისთვის.

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way